გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა გუკოვო
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1994-2000

გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Казанской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ გუკოვოში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას. აგებულია 1994-2000 წლებში.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ქალაქი გუკოვო, მაგისტრალური ქუჩა № 2.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წელს როსტოვის ოლქის ქალაქ გუკოვოში დაარსდა მართლმადიდებლური თემი. პირველი წირვა ჩატარდა საკუთარ სახლში. მოგვიანებით ქალაქის აღმასკომმა გამოყო მიწის ნაკვეთი რათა მრევლს აეშენებინა სამლოცველო სახლი. მრევლმა შეიძინა ორი ხის კოტეჯი. ტრაქტორებით ისინი გადაიტანეს ახალ ადგილზე, ქალაქის ავტოსადგურთან ახლოს. ამ სახლში შესრულდა პირველი ღვთისმსახურება.

მომავალი ეკლესიის ასაშენებელ ადგილზე მდებარეობდა სკვითების ყორღანი. ყორღანზე მრევლმა დადგა მართლმადიდებლური ჯვარი, რომელიც გახდა ქალაქ გუკოვოში საეკლესიო ცხოვრების აღორძინების სიმბოლო. 1990 წელს მშენებლებმა დაიწყეს საძირკვლის გათხრა, მაგრამ 1993 წელს სკვითების ყორღანზე დაიწყეს არქეოლოგიური გათხრები. მიმდინარე არქეოლოგიურ გათხრებთან დაკავშირებით ქალაქის მთავარმა არქიტექტორმა მრევლს შესთავაზა ახალი მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად.

1994 წელს ახლად გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ერთი ჰექტარი იყო, დაიწყეს სამლოცველო სახლის მშენებლობა. იგი აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეკლესიისათვის დაიწერა კანკელის ხატი. 2000 წელს, ქრისტეს დაბადების 2 000 წლისთავთან დაკავშირებით ეკლესია გააფართოვეს. მიაშენეს ორი ეგვტერი. 2001 წელს ეკლესიას დაადგეს გუმბათი. ეკლესია ხუთგუმბათიანია, რომელთაგანაც ყველა მოოქრულია.

2002 წლის 31 იანვარს დარეგისტრირდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შახტინის ეპარქიის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მრევლთა ორგანიზაცია. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიასთან მოქმედებს ოჯახების სპეციალური დახმარების ცენტრი, მუშაობს საქველმოქმედო სასადილო და საკვირაო სკოლა.

ეკლესიის წინამძღვარია მღვდელმონაზონი ალექსანდრე (ლევჩენკო).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]