გუკოვო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გუკოვო
Гуково

გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
რეგიონი როსტოვის ოლქი
კოორდინატები 48°03′00″ ჩ. გ. 39°56′00″ ა. გ. / 48.05000° ჩ. გ. 39.93333° ა. გ. / 48.05000; 39.93333
მმართველი Wiktor Gorenko
დაარსდა 1878
ამჟამინდელი სტატუსი 1955
ფართობი 40 კმ²
ცენტრის სიმაღლე 250
მოსახლეობა 65 713 კაცი (2016)
სიმჭიდროვე 1642,83 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
სატელეფონო კოდი +7 86361
საფოსტო ინდექსი 347871-347880
ოფიციალური საიტი gukovo.donland.ru
გუკოვო — რუსეთი
გუკოვო
გუკოვო — როსტოვის ოლქი
გუკოვო

გუკოვო (რუს. Гуково) — ქალაქი რუსეთში, როსტოვის ოლქში. დაარსდა 1878 წელს, ქალაქის სტატუსი მიიღო - 1955 წელს. ქალაქის მოსახლეობა 2016 წლის მონაცემებით შეადგენს 65 713 კაცს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი გუკოვო მდებარეობს დონის როსტოვიდან 123 კილომეტრის დაშორებით, უკრაინის საზღვარზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი გუკოვო დაარსდა პროვალსკის სტეპში 1878 წელს, როგორც რკინიგზის სადგური. შემდეგ ქალაქის განვითარება გამოიწვია მაღალი ხარისხის ანთრაციტის საბადოს მარაგმა. ქვანახშირის მოპოვება ამ ტერიტორიაზე ხდებოდა ოქტომბრის რევოლუციამდე.

XIX საუკუნის დასაწყისში 1802 წელს, მიწები, რომელზეც ამჟამად მდებარეობს ქალაქი, ეკუთვნოდა კაზაკ ლეიტენანტს გუკოვს, რომელმაც აქ დააარსა ხუტორი. მაგრამ ქალაქის დაარსების თარიღად მიიჩნევა 1878 წელი, როდესაც ამ ტერიტორიაზე გაიყვანეს ახალი რკინიგზა, რომელიც აკავშირებდა სადგურ ლიხაიას დონეცკის ქვანახშირის აუზს ცენტრ - დებალცევოსთან. რკინიგზის სადგურს, რომელიც აშენდა მომავალი ქალაქის ტერიტორიაზე თავდაპირველად ეწოდებოდა კოვალევო, მაგრამ 1904 წელს უწოდეს გუკოვო.

სადგურის დასახლების მოსახლეობა გაიზარდა ახლომდებარე ხუტორების ხარჯზე, საიდანაც გადმოსახლდა მოსახლეობა, რათა მიეღოთ სამსახური შახტებში. ყველაზე დიდი შახტი ეკუთვნოდა აზოვის ქვანახშირის კომპანიას. სამოქალაქო ომის დროს დასახლების სულ ახალი დაწყებული განვითარება შენელდა და აღსდგა 1920-იანი წლების ბოლოს. 1927 წელს დაიწყო უგლეროდის შახტში ნახშირის მოპოვება, 1929 წელს აღსდგა აზოვის კომპანიის ყოფილი შახტი და ეწოდა სახელი „ანთრაციტი“. 30-იან წლებში კიდევ რამდენიმე შახტი აშენდა, რომლებიც გაერთიანდა „გუკოვნახშირის“ ტრესტის ფარგლებში, რომელიც თავს მხრივ ეკუთვნოდა „როსტოვნხშირს“. დასახლებაში ამავდროულად კეთილმოეწყო საცხოვრებელი სახლები, სკოლები, კლუბები, ააშენეს პირველი მექანიზებული პურის ქარხანაც.

ქალაქის ფაშისტური ოკუპაცია გაგრძელდა ნახევარი წელი 1942 წლის ივლისიდან 1943 წლის 14 თებერვლამდე. გუკოვოს ისტორიის ტრაგიკული ფურცელია კოვალევსკის კარიერში ასობით უდანაშაულო ადამიანის მასობრივი დახვრეტის ფაქტი.

1955 წლის 30 ივნისს დასახლება გუკოვო იქცა საოლქო დაქვემდებარების ქალაქად. ამავდროულად შეიქმნა ტრესტი „გუკოვშახტმშენი“, რომელიც დაკავდა როგორც სამრეწველო, ისე საცხოვრებელი სახლების მშენებლობით. ახალგაზრდა ქალაქში ააშენეს კულტურის სახლი, გაიხსნა სამშენებლო ტექნიკუმი, პროფესიული სასწავლებელი. გაიხსნა ახალი შახტები, მათ შორის რეგიონში ყველაზე მსხვილი „ობუხოვსკაია-დასავლეთი“. 1970 წელს ტრესტ „გუკოვონახშირის“ ბაზაზე შეიქმნა დამოუკიდებელი კომბინატი.

2010 წლიდან ქალაქში დაიწყო ქვანახშირის მრეწველობის კრიზისი. 2012 წელს ოთხი შახტი შეიძინა კომპანია „კინგკოულმა“, თუმცა ერთი წლის შემდეგ კომპანიას ფინანსური კრიზისი დაეწყო, დიდი ხნის მანძილზე ვერ უხდიიდა ხელფასს მეშახტეებს (ამ ფაქტზე 2016 წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე)[1]. გადასახდელი თანხის რაოდენობამ შეადგინა 350 მლნ რუბლი[2]. 2015 წელს რეგიონში დაიწყო მეშახტეების გაფიცვები[3]. 2016 წელს მეშახტეთა წარმომადგენლები გაემგზავრნენ მოსკოვში რათა შეხვედროდნენ სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებს[4]. მეშახტეთა პროტეტი გრძელდება. დავალიანების გადახდა დაიწყო თუმცა ვალი კვლავ რჩება 300 მლნ რუბლი[3].

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქალაქში მდებარეობს რუსეთის ევროპულ ნაწილში ამ ტიპის ერთადერთი ლეონიდ მიკულინის სახელობის მეშახტეთა შრომის მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1964 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი,მეშახტეთა მუზეუმად გადაკეთდა XXI საუკუნის დასაწყისში.
  • გუკოვოს ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია, აგებულია 1887 წელს, კედლები 1992 წელს მოხატა მხატვარმა ნ. შარხუნმა. ეკლესია სხვა ეკლესიებისაგან განსხვავებით, რომლებიც დაანგრიეს საბჭოთა ხელისუფლების ბრძანების შესაბამისად ან დაინგრა საომარი მოქმედებების დროს, გადაურჩა როგორც ოქტომბრის რევოლუციას, ასევე რუსეთის სამოქალაქო ომსა და მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს.
  • გუკოვოს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია აგებულია დაახლოებით 2000 წელს. 2001 წელს ეკლესიას დაადგეს გუმბათი. ეკლესია ხუთგუმბათიანია, რომელთაგანაც ყველა მოოქროვილია.
  • გ. დიმიტროვის ძეგლი, რომელიც მდებარეობს კარლ მარქსის ქუჩაზე.
  • ვ. ი. ლენინის ძეგლი ქალაქის კულტურის სახლთან. ძეგლი არის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი (როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის დადგენილება № 69 14.03.1994).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Цукер С. Протесты голодающих шахтеров начали давить силами полиции // Наша версия. — 2017. — № 5 (580). — С. 12.
  2. Цукер С. Протесты голодающих шахтеров начали давить силами полиции // Наша версия. — 2017. — № 5 (580). — С. 12.
  3. 3.0 3.1 Шахтеры объявят голодовку под стенами Кремля. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-29. ციტირების თარიღი: 2017-08-08.
  4. Цукер С. Протесты голодающих шахтеров начали давить силами полиции // Наша версия. — 2017. — № 5 (580). — С. 13.