გუახარო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუახარო
Oilbirds.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Steatornis caripensis

გუახარო (ლათ. Steatornis caripensis) — ფრინველი უფეხურასნაირთა რიგისა. ტიპობრივი გამოქვაბულის ბინადარია. სხეულის სიგრძე 55 სმ აღწევს, ფრთების შლილი 1 მ. აქვს მაგარი ნისკარტი, პირის ირგვლივ გრძელი, უხეში ჯაგრები, რომლებიც ეხმარება სიბნელეში ექოლოკაციის საშუალებით ორიენტირებაში, წაბლისფერ-მურა აქა-იქ თეთრკოპლებიანი ბუმბული. გვხვდება სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთი ნაწილის მთებში, აგრეთვე კუნძულ ტრინიდადზე. იკვებება ღამით პალმისა და დაფნისებრთა ნაყოფით, რომელსაც ყნოსვით აგნებს. ინელებს მხოლოდ ნაყოფის რბილობს, ამონთხეული თესლითა და ნერწყვით კი ბუდეს იკეთებს. ბუდობს ჯგუფებად. დებს 2-4 კვერცხს. ბარტყები ბუდეში 4 თვემდე რჩებიან და ძლიერ სუქდებიან. მათ ქონს ინდიელები საჭმელად და გასანათებლად იყენებდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება]