გრუვ არმადა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯგუფის წევრები

გრუვ არმადა (Groove Armada) - ორი წევრისგან (ენდი კატო და ტომ ფინდლი) შემდგარი ჰაუზ მუსიკის მიმდინარეობის ჯგუფია კემბრიჯიდან, ინგლისი. მათი წარმატება დაიწყო 1997 მცირე ტირაჟის სინგლით “At The River”, რომელიც პატი პეიჯის სემპლირებული “Old Cape Cod” იყო. ეს სიმღერა მას შემდეგ მრავალ ჩილ-აუტ კომპილაციაში განმეორდა.

ჯგუფის ყველაზე განთქმული ნამუშევარი მათი 2000 წლის საერთაშორისო ჰიტი “I See You Baby” იყო, რომელიც ფატბოი სლიმის რემიქსი იყო ბიგ ბიტის სტილში ქორული მისამღერით “Shakin' that ass”, როგორც ეს რენო მეგანის პოპულარულ სარეკლამო რგოლშია. უფრო კონსერვატიული მსმენელებისთვის (სამხრეთ აშშ) კომპოზიცია ოდნავ გადაკეთებულ იქნა მისამღერით “Shakin' that thang”. მიუხედავად იმისა, რომ ეს მათი ყველაზე წარმატებული კომპოზიცია იყო, ჯგუფს გამოშვებული აქვს მრავალი ნაკლებად მეინსტრიმული ნამუშევარი, რომელთა ძირითადი კომერციული დანიშნულება სარეკლამო რგოლები და სატელევიზიო პრომოები იყო.

მათი სიმღერა “Suntoucher” შემდგომში ჯეი-ზის მიერ იქნა სემპლირებული სიმღერისთვის “What More Can I Say” მისი შავი ალბომისთვის.

ალბომები[რედაქტირება]

  • Northern Star - დებიუტ-ალბომი, გამოვიდა 1998 წელს.
  • Vertigo - უფრო დახვეწილი, დამუშავებული "მეინსტრიმ" ალბომი, 1999.
  • Goodbye Country, Hello Nightclub - ნაკლებად ჩილ-აუტ ალბომი, 2001.
  • Lovebox - მრავალჟანრული ალბომი, როკის ელემენტებით, ტრადიციული ჰაუზით და სნედი დენის ვოკალით, 2002.
  • Another Late Night: Groove Armada - დიჯეი მიქს-ალმობი გამოსული Late Night Tales სერიით, 2002.
  • Best Of (Groove Armada) - მათი ჰიტებითა და ახალი კომპილაციებით, 2004.

სინგლები[რედაქტირება]

Groove Armada in Finsbury Park3.jpg
  • 1999 "If Everybody Looked the Same" (#25 ბრიტანეთში)
  • 1999 "At the River" (re-release) #19 UK
  • 1999 "I See You Baby" (feat. Gram'ma Funk) #17 UK
  • 2001 "Superstylin'" #12 UK
  • 2001 "My Friend" #36 UK (ბრენდი ნორვუდის 1995-ის ჰიტი "Best Friend" სემპლით)
  • 2002 "Purple Haze" #36 UK
  • 2003 "Easy" #31 UK
  • 2003 "But I Feel Good" #50 UK
  • 2004 "I See You Baby" (ხელახალი რემიქსი) #11 UK
  • 2007 "Song 4 Mutya" (მუტია ბუენასთან)

გრუვ არმადას აშშ-ის ტოპ-40 ჰიტი არ ჰქონია.

რესურსები[რედაქტირება]