გროსმარქტჰალე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გროსმარკტჰალე 2007 წელს.

გროსმარქტჰალე (გერმ. Großmarkthalle „საბითუმი ბაზარი“) — მდებარეობს მაინის ფრანკფურტის ოსტენდში და ქალაქის მთავარ საბითუმო სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა, განსაკუთრებით ხილისა და ბოსტნეულისთვის. ბაზარი 2004 წლის 4 ივნისს დაიხურა. შენობა ექსრესიონისტული არქიტექტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს.

ეს მასიური კონსტრუქცია მდ. მაინის მარჯვენა სანაპიროზე, ფრანკფურტის აღმოსავლეთის პორტთან, მარტინ ელზაესერის პროექტით აშენდა და 1928 წლის 25 ოქტომბერს გაიხსნა. 220 მ სიგრძის, 50 მ სიგანისა და 17-23 მ სიმაღლის შენობით, ის ქალაქის უდიდესი არქიტექტურული ნაგებობა იყო იმ დროისთვის. შენობაში 13.000 კვ. მ. ფართი იყო 130 დახლისთვის, რომელთა უმეტესობა საბითუმო მყიდველებს ემსახურებოდა. 1941 წლის ოქტომბრიდან ნაციონალ-სოციალისტები გროსმარკტჰალეს თავშეყრის ადგილად იყენებდნენ ებრაელთა ფრანკფურტიდან შემდგომი დეპორტაციისთვის.

გროსმარქტჰალეს ადგილობრივი ხალხი „გემიზკერშს“ (Gemieskersch) უწოდებენ, რაც ადგილობრივი დიალექტით „ბოსტნეულის ეკლესიას“ ნიშნავს. 2004 წელს ბაზარი ფრანკფურტის გარეუბანში გადაიტანეს, ხოლო ამ შენობაში ევროპის ცენტრალური ბანკი დაიდებს ბინას.