გრინდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრინდა

გრინდა, შავი დელფინი (ლათ. Globicephalus melas), ძუძუმწოვარი ცხოველი კბილიანი ვეშაპების ქვერიგისა. სხეულის სიგრძე 6,5 მ აღწევს, წონა 2 ტ-მდე. გრინდა შავია, ზოგჯერ რუხ ან თეთრმუცლიანი, აქვს მოკლე ყბები, 40-მდე კბილი, ამობურცული შუბლი, ფართო ზურგის ფარფლი. გვხვდება ზომიერ და თბილ სარტყელში. იშვიათად შემოდის ბარენცისა და შორეული აღმოსავლეთის ზღვებში. კარგად იტანს ტყვეობას. ადვილად იწვრთნება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ქსე, ტ. 3, გვ. 273, თბ., 1978