გრიმსვოტნი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიმსვოტნი
Iceland Grimsvoetn 1972-B.jpg
სიმაღლე

1725 მ

მდებარეობა

ისლანდიის დროშა ისლანდია

ტიპი

ფარისებრი ვულკანი

ბოლო ამოფრქვევა

2011

გრიმსვოტნი (ისლ. Grímsvötn) — მოქმედი ვულკანი ისლანდიის სამხრეთით. სიმაღლე 1725 მ. ვულკანის კრატერის სიგრძე ძლიერ რყევადია, რაც დაკავშირებულია ხშირ და უძლიერეს ამოფრქვევებთან. 1989 წლისათვის კრატერის სიგრძე 200 მ-ს უდრიდა, 1998 წლისათვის კი 500 მ-ზე მეტს. 2004 წლის ნოემბერში დაფიქსირდა გრიმსვოტნის ხელახალი ამოფრქვევა, რამაც გამოიწვია კალდერის სიგრძეში გაზრდა დაახლოებით 2 კმ-ით.

გეოლოგიურად იგი დაკავშირებულია ასევე ისლანდიის მოქმედ ვულკანებთან ლაკისთან და კატლასთან. ნაწილობრივ დაფარულია მყინვარით.

ბოლო ამოფრქვევა დაიწყო 2011 წლის 21 მაისს[1].

უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში დაფიქსირდა დაახლოებით 20-მდე უძლიერესი ამოფრქვევა. ბოლო ხნის ამოფრქვევები აღინიშნა 1996, 1998, 2004 და 2011 წწ. ყინულქვეშა ამოფრქვევების დროს ინტენსიურად მიმდინარეობს ყინულის დნობა, რასაც მოყვება ამ რეგიონის დატბორვა გამდნარი წყლით. 1996 წლის ამოფრქვევამ გამოიწვია მყინვარის მასიურად გადნობა, ხოლო 2004 წლის ამოფრქვევას მოყვა ვულკანური ფერფლის ამოტყორცნა.

2011 წლის 21 მაისს დაიწყო გრიმსვოტნის ახალი ძლიერი ამოფრქვევა. ვულკანიდან ამოსული კვამლი ჰაერში 15 კილომეტრამდე აიწია. ამასთანავე 220 კმ მანძილზე დაიკეტა საჰაერო სივრცე.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე