გრიგოლ მანგლელ-თბილელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ მანგლელ-თბილელიქართველი მღვდელთმთავარი, მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი. 1437–1439 წლებში მონაწილეობდა ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მუშაობაში, სადაც იოანე ეპისკოპოსთან ერთად საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა. კრების მოწვევის მთავარი მიზეზი იყო ოსმალეთის წინააღმდეგ საქრისტიანოს გაერთიანების საკითხი. დასავლეთ ევროპის ქვეყნების უმაღლესმა ხელისუფლებმა მასში მონაწილეობა არ მიიღეს. კრებაზე აშკარა გახდა, რომ საქართველოს პაპისაგან რეალური დახმარების იმედი არ უნდა ჰქონოდა. გრიგოლმა ეკლესიების გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჟუჟუნაძე ო., XV ს. პირველი ნახევრის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ისტორიისათვის, კრ.: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970;