გორგონები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მედუზები.

გორგონები (ბერძნ. Gorgon; მხ.), ძველ ბერძნულ მოთოლოგიაში ფრთოსანი ურჩხული ქალები. ჰესიოდე სამ გორგონს ახსენებს (Stheno — ძლიერი; Euruale — მოხეტიალე, Medusa — მბრძანებელი), ჰომეროსი — ერთს. გორგონებს წარმოსახავდნენ საშინელი გარეგნობის, უზარმაზართავიან, კბილებდაკრეჭილ, ენაგადმოგდებულ, თმის ნაცვლად თავზე გველებგადაყრილ არსებად, რომელთა შეხედვაც ყველა სულიერს აქვავებდა. მათგან მხოლოდ მედუზა იყო მოკვდავი. მედუზას პერსევსმა მოკვეთა თავი და მისი სისხლისაგან იშვა ფრთოსანი ცხენი პეგასი. მოგვიანებით ხელოვნებაში მედუზას მშვენიერი სახით, მაგრამ საშინელი შიშისმომგვრელი გამომეტყველებით გამოსახავდნენ. მედუზის მოჭრილი თავი ათენას ფარზე იყო გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • ქსე, ტ. 3, გვ. 224 , თბ., 1978