გოელრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ლენინი გოელროს რუკასთან“ სსრკ 1967 წლის საფოსტო მარკაზე

გოელრო (რუს. ГОЭЛРО — „Государственная комиссия по электрификации России“) — გეგმა, დამუშავებული 1920 წლის საბჭოთა რუსეთის ელექტრიფიკაციის სახელმწიფო კომისიის მიერ გ. კრჟიჟანოვსკის ხელმძღვანელობით, რომელიც ითვალისწინებდა 10-15 წლის განმავლობაში სახელმწიფო მეურნეობის ძირფესვიან რეკონსტრუქციას ელექტრიფიკაციის ბაზაზე (მძლავრი საწარმოების მშენებლობა, 30 რაიონული ელექტროსადგურის, მ. შ. 1,75 მლნ. კვტ ჯამური სიმძლავრის მქონე და 8,8 მლრდ. კვტ. სთ წლიური გამომუშავების 10 ჰიდროელექტროსადგურის აგება).

გეგმა ძირითადად შესრულდა 1931 წლისთვის. მოგვიანებით გოელროს გეგმის საფუძველზე შედგა ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკების, მ. შ. საქართველოს სსრ სახელმწიფო მეურნეობის განვითარების გეგმა. ენერგეტიკის დარგში იგი ითვალისწინებდა მდინარე რიონის ჰიდროენერგორესურსების გამოყენებას ელექტროენერგიის მისაღებად, ჰიდრო და თბოელექტროსადგურების მშენებლობას. 1922 წლის დამდეგს საბჭოთა საქართველოში დაიწყეს ზემოავჭალის ჰიდროელექტროსადგურის (ზაჰესი ) მშენებლობა; 1921-1927 წლებში — აბაშის ჰესის, აწჰესის, ცხინვალჰესის, რიონჰესის და სხვათა მშენებლობა. 1927 წლის 26 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა ზაჰესი, პირველი დიდი ელსადგური ამიერკავკასიასა და საქართველოში (მეორე — ვოლხოვის ჰიდროელსადგურის შემდეგ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 77.
  • პაჭკორია გ., გოელროს გეგმა და საქართველო, თბ., 1971;
  • Кржижановский Г. М., Стеклов В. Ю., Ленинский план электрификации в действии, М., 1956.