გოგლო ყაზახაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი (გოგლო) ყაზახაშვილი
დაბადების თარიღი 18??
გარდაცვალების თარიღი 1908, ოქტომბერი
საქმიანობა პოეტი, პედაგოგი

გიორგი (გოგლო) ყაზახაშვილი (დ. 18?? ― გ. ოქტომბერი, 1908) ― ქართველი პოეტი და პედაგოგი.

ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. ქართული პრესის თანამშრომელი. ლექსებს ბეჭდავდა „ივერიაში“, „ცნობის ფურცელსა“ და სხვ. პეტერბურგში სწავლისას დაუახლოვდა ივანე ჯავახიშვილს, და სხვებს.

მონაწილეობდა ქართველ სტუდენტთა სათვისტომოს კულტურულ საქმიანობაში; გაზეთ „ივერიის“ 1893 წლის № 85-ში დაიბეჭდა მისი „ლექსი ნ. ბარათაშვილზედ“.

გამოქვეყნებული აქვს ლექსები: „უდროოდ დამიქრა ვარსკვლავი“, „სურათი“, „სიმღერა“, „ფანტურს“, „ალექსამდრე ყაზ(ი)ბეგს“, „მგონი აჩრდილი იყო“ (ლექსი პროზად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი პოეტები: ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. თბ., 2021. გვ.92

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]