როჭოსებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
როჭოსებრნი
SageGrouse21.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქათმისნაირნი
ოჯახი: როჭოსებრნი
ლათინური სახელი
Tetraonidae

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში


როჭოსებრნი (ლათ. Tetraonidae), ფრინველთა ოჯახი ქათმისნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 30-110 სმ, მასა 0,4-4,5 კგ აღწევს. ოჯახში 11 გვარის 18 სახეობაა. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში.ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ბინადრობს 5 გვარის 8 სახეობა (ჩვეულებრივი როჭო, კავკასიური როჭო, სოღო, ჟრუნი და სხვა), რომელთათვისაც დამახასიათებელია შებუმბლული, რქოვანი „არშიანი“ უდეზებო ფეხები, ბუმბულით დაფარული ნესტოები; სქესმწიფობას აღწევენ 1-2 წლის ასაკში. ტყის ბინადრებია, ზოგიერთი ცხოვრობს ტუნდრაში, ველსა და ტყე-ველზე, პოლიგამიური და მონოგამიური ფრინველებია. დებენ 4-16 კვერცხს. იკვებებიან მცენარეული საკვებით (მართვები მწერებითაც). სარეწაო ფრინველებია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჟორდანია რ., ქსე, ტ. 8, გვ. 453-454, თბ., 1984