გლეოკაფსა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გლეოკაფსა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Gloeocapsa

გლეოკაფსა (ლათ. Gloeocapsa) — ლურჯ-მწვანე წყალმცენარეთა (ლათ. Cyanophyta) გვარი. უმეტესად გვხვდება მიკროსკოპული, 2–8 უჯრედისაგან შემდგარი, ზოგჯერ მრავალუჯრეგლდანის ლორწოვანი კოლონიები, იშვიათია ერთუჯრედიანი ფორმები.

უჯრედები სფეროსებრია, ზოგჯერ ოდნავ ელიფსური, ნახევარსფეროსებრი ან კუთხოვანი. ლორწოვანი გარსი სხვადასხვა სიმკვრივის, უფერული ან შეფერილი, შრეებიანი ან სადაა. გლეოკაფსა მრავლდება ვეგეტატიურად და უსქესოდ. ბინადრობს როგორც მშრალ ადგილებში კლდეებზე, ქვებზე, კედლებზე და ა. შ. (უმთავრესად შეფერილი ფორმები), ისე წყალში (ძირითადად უფერული ფორმები), ზოგიერთი – პლანქტონშიც. საქართველოსთვის ცნობილია გლეოკაფსის გვარის 27 წარმომადგენელი (16 სახეობა და 11 ფორმა). ფართოდ გავრცელებული სახეობებია ლათ. Gloeocapsa turgida, Gloeocapsa minuta, Gloeocapsa montana, Gloeocapsa minor, Gloeocapsa punctata.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]