გიშის საეპისკოპოსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელ გიშის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო
გიშის საეპისკოპოსოს საზღვრები

გიშის საეპისკოპოსო — ერთ-ერთი საეპისკოპოსო ფეოდალურ საქართველოში. მის მეთაურს, გიშელ ეპისკოპოსს, აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო იერარქიაში XIII საუკუნეში 35-ე ადგილი ეჭირა. ვარაუდობენ, რომ გიშის საეპისკოპოსო „ეპისტოლეთა წიგნის“ ქართულ საეკლესიო ნუსხებში იხსენიება. ეპარქია მოიცავდა ელისენს (ახლანდელი ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონებს აზერბაიჯანში), წუქეთს (ახლანდელი რუთულისა და ახთის რაიონები დაღესტანში) და შაკიხს (ახლანდელი შაქის რაიონი, აზერბაიჯანში). ალექსანდრე ხახანაშვილის მოსაზრებით, VIII-IX საუკუნეებში გიშის საეპისკოპოსოს ცენტრი იყო ლექეთის ტეტრაკონქი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]