ალექსანდრე ხახანაშვილი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალექსანდრე ხახანაშვილი

ალექსანდრე ხახანაშვილი (ხახანოვი) (დ. 1864 — გ. 1912) — ქართველი ფილოლოგი, ისტორიკოსი და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი.

ალექსანდრე ხახანაშვილი დაიბადა 1864 წელს (სხვა მონაცემებით 1866 წ.) ქ. გორში. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე. 1889 წლიდან პრივატ-დოცენტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ხოლო 1900 წლიდან - მოსკოვის უნივერსიტეტში. მონაწილეობა მიიღო ორიენტალისტთა საერთაშორისო კონგრესების მუშაობაში (ჟენევა 1894; პარიზი 1897).

ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით – "ქართული სიტყვიერების ისტორია" (ტ. 1-4, 1895-1907). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში "ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება" ჩამოყალიბდა.

სულ გამოცემული აქვს 80–მდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის დარგებში, ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე.

ალექსანდრე ხახანაშვილის პირადი არქივი 1967 წლის 25 მაისიდან ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ბიბლიოგრაფია (არასრული სია)[რედაქტირება]

  • ხახანაშვილი ა., აზრი პროფესორის ტომაშეკის, ქართველთა და სომეხთა შესახებ. - გაზ. ”ივერია", 1894, 13 ოქტ., №217, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., აზრი პროფ. ჰომმელისა ქართული ენის შესახებ. - კვალი, 1894, №35, გვ. 6.
  • ხახანაშვილი ა., ბრიტანიის მუზეუმის ქართული ხელნაწერები. - ჟ. ”მოამბე", 1905, №8, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია ამ მუზეუმში დაცული ხუთი ქართული ხელნაწერის აღწერილობა. ავტორის აზრით, მეტის ყურადღების ღირსია ტყავზე ნაწერი ხუცურად in folio 369... ფურცლად ახლოს ყდით კრებული წმ. მამათა ცხოვრება". (გვ. 2).
  • ხახანაშვილი ა., ”გურჯები", ა. ხახანაშვილისა. გამოც. დეკ. დ. ღამბაშიძისა. ქუთაისი, 1891. რეც. [ხაზანიშვილი] ურბნელი ნ. ბიბლიოგრაფია. ივ. 1892. 29 მარტი, №68, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., დავით იესეს ძე ჩუბინაშვილი. - თეატრი, 1890, 13 მარტი, №11, გვ. 1-2. მისი მოღვაწეობის 50 წელი.
  • ხახანაშვილი ა., ერთი იურიდიული ტერმინის განმარტება. - გაზ. ”ივერია", 1904, №10, გვ. 2. ეხება მეფე გიორგი ბრწყინვალის ”ძეგლის დებაში" მოხსენებულ ”ჰაეროვანს", რომელიც დ. ბაქრაძეს მიაჩნდა უბრალო კაცად (”ვინგინდავინ") და თარგმნა ”из числа народа". ალ. ხახანაშვილის აზრით ”ჰაეროვანი არ ნიშნავს უბრალო კაცს". იგი ”უნდა გადაითარგმნოს отличительный ".
  • ხახანაშვილი ა., იმერული თუ ქართული ენა? - გაზ. ”ივერია", 1902, №263, გვ. 3. წიგნში ”Первая всеобщая перепись населения российского империи 1897 г... Черноморская губерния; СПБ, 1901". იმერული მიჩნეულია ცალკე ენად, დასახელებულია ქართულის, მეგრულისა და აზერბაიჯანულის გვერდით. ალ. ხახანაშვილის თქმით, სამწუხაროა ასეთი გაუგებრობა".
  • ხახანაშვილი ა., ისტორიული შენიშვნები. - ივ. 1899, 31 ოქტ., №231, გვ. 3. [I - ”ვეფხისტყაოსნის" გმირებისა და ევროპის პოეზიაში სალიტერატურო ენის სამ სტილად დაყოფის შესახებ].
  • ხახანაშვილი ა., კიდევ სპოვრითების შესახებ. - ივ. 1893, 20 მარტი, №59, გვ. 2-3.
  • ხახანაშვილი ა., მ. გ. ჯანაშვილი, ქართული გრამმატიკა, ტფილისი, 1906წ. (ბიბლიოგრაფია). - გაზ. ”მეგობარი", 1906, 25 ნოემბ. (8 დეკ.), №51, გვ. 3.
  • ხახანაშვილი ა., მეგრული ენა ქართულს ლიტერატურასა და მწერლობაში. - გაზ. ”ივერია", 1897, 2, ნოემბ., №227, გვ. 3-4.
  • ხახანაშვილი ა., პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები. - ჟ. ”მოამბე", 1898, I, განყ. II, გვ. 1-20. მოცემულია პარიზში დაცული ქართული ხელნაწერების აღწერილობა 25 ხელნაწერი. მათ შორის არის ქართული ლექსიკონი (ს.-ს. ორბელიანისა) და ქართული გრამატიკები (3 ხელნაწერი). ერთ-ერთი გრამატიკა შედგენილია დავით ბატონიშვილის მიერ.
  • ხახანაშვილი ა., პროგრამმა ეთნოგრაფიული და იურიდიული ცნობების შესაკრებად. - კრებული აკაკისა, 1899, VII (გვ. 17-32), VIII (გვ. 71-87), IX (გვ. 122-134); XI (გვ. 63-81); 1900, II (გვ. 81-110).
  • ხახანაშვილი ა., სალიტერატურო ქართული, სილოვ. ხუნდაძის გამოკვლევა, ქუთასი, 1901წ. [რეცენზია]. - გაზ. ”კვალი", №18, 1901, გვ. 296-297. რეცენზენტი სილ. ხუნდაძის ამ შრომას იწონებს საერთოდ. აძლევს მხოლოდ ზოგიერთ შენიშვნას (აღ პრევერბის ერთნაირად ხმარების საჭიროების შესახებ და სხვ.).
  • ხახანაშვილი ა., სპარსული ”ვის ო რამინი" და ქართული ვისრამიანი". - ჟ. ”მოამბე", 1896, №6, განყ. II, გვ. 71-86.
  • ხახანაშვილი ა., ქართული ანბანი. - ავტორის წიგნში ”ქართული სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)", თბ., 1904, გვ. 191-194.
  • ხახანაშვილი ა., ქართული აპოკრიფები. - ჟ. ”მწყესი", 1893, №19, გვ. 11-13, 1894, №2, გვ. 9-11.
  • ხახანაშვილი ა., ქართული ენა და მისი კილოკავები. - ავტორის წიგნში - ”ქართულის სიტყვიერების ისტორია (უძველესი დროიდან XVIII საუკ.)", თბ., 1904, გვ. 181-191.
  • ხახანაშვილი ა., ქართული სამწერლო ენა. - გაზ. ”ივერია", 1901, №82, გვ. 3.
  • ხახანაშვილი ა., ყიფიანი მ. ბუნება ქართული ეტიმოლოგიური შენობისა, მოკლე საგრამატიკო წერილები სამასალოდ. ტფ., 1910 [რეც.] - სამეცნიერო-პედაგოგიური სალიტერატურო ჟურნალი განათლება, 1910, №9, გვ. 431-434.
  • ხახანაშვილი ა., შენიშვნები ძველი ქართულის შესახებ. - ივ. 1893, 19 დეკ. №275, გვ. 2-3.
  • ხახანაშვილი ა., ძველად აღბეჭდილნი წიგნნი მოსკოვის სინოდალურს სტამბაში. - ”მოამბე", 1900, №3, განყ. II, გვ. 19-26. ჩამოვლილია XVIII და ნაწილობრივ XIX საუკუნეებში დაბეჭდილი წიგნები. მათ შორის არის ”ქართული ანბანი...", ქართული ღრამმატიკა", სახარება, ფსალმუნი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Богданов В., А. С. Хаханов. (Некролог), "Этнографич. обозрение", 1912, No 1-2
  • Джавахов А. Н., А. С. Хаханов и его деятельность в области кавказоведения, там же, No 3-4 (ერთვის ა. ხახანაშვილის შრომათა სია)
  • ბადრიძე შ. - ქართველთმოცდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი. თბ. 1968

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]