ბელაქანის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბელაქნის რაიონი)
რაიონი
ბელაქანის რაიონი
აზერ. Balakən rayonu
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ადმ. ცენტრი ბელაქანი
კოორდინატები 41°46′00″ ჩ. გ. 46°27′00″ ა. გ. / 41.76667° ჩ. გ. 46.45000° ა. გ. / 41.76667; 46.45000
დაარსდა 8 აგვისტო, 1930
ფართობი 923 კმ²
მოსახლეობა 97 700 კაცი (2017)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები — 67,68 %, ხუნძები — 29,16 %, ქართველები — 2,10 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 24
საფოსტო ინდექსი 0800
საავტომობილო კოდი 08
ოფიციალური საიტი balaken-ih.gov.
ბელაქანის რაიონი — აზერბაიჯანი
ბელაქანის რაიონი
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან ბელაქნის რაიონში.

ბელაქანის რაიონი (აზერ. Balakən rayonu) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის ადმინისტრაციული ერთეული ქვეყნის ჩრდილოეთით, ისტორიული ჰერეთის ტერიტორია. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ბელაქანი. 1918-1921 წლებში ბელაქნის რაიონი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიური ოლქის შემადგენლობაში შედიოდა. 1921 წელს ბელაქნის რაიონი საბჭოთა რუსეთის მითითებით კავკასიელმა ბოლშევიკებმა საქართველოს ჩამოაშორეს და აზერბაიჯანს გადასცეს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ბელაქნის რაიონის ტერიტორიამ, საინგილოს სხვა ნაწილებთან ერთად, საქართველოდან ჩამოცილება 1604 წელს დაიწყო, როდესაც შაჰ-აბას I-მა იგი წახურებს გადასცა. 1727 წელს კი თურქეთის სულთანმა საინგილო ჭარელ ლეკებს მიუზომა. ამ დროიდან დაიწყო ამ მიწაზე ლეკების მასობრივი ჩამოსახლება, რომლებმაც ქართულ სოფლებში მოიკიდეს ფეხი. XVIII საუკუნეში ლეკები გაერთიანდნენ ორ პოლიტიკურ ერთეულში: ელისუს სასულთნოსა და ჭარ-ბელაქნის თემში. დაიწყო ქართველების დევნა და მათი ძალდატანებითი გამაჰმადიანება. გამაჰმადიანებულ ქართველს „იანგილოს“ ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. აქედან წარმოსდგება სახელები „ინგილო“ და „საინგილო“. 1803 წელს რუს-ქართველთა ჯარმა ჭარ-ბელაქანი დაიკავა და ამის შემდეგ საქართველოს ნაწილია ჯერ ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქის, შემდეგ ზაქათლის ოლქის სახელით. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ბელაქანის ტერიტორია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაწილი იყო. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს საინგილო აზერბაიჯანს გადაეცა.[1][2] ბელაქნის რაიონი წარმოიქმნა 1930 წელს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, ბელაქანის რაიონიდან ფრონტზე 6882 ადამიანი გაიწვიეს, აქედან 2315 დაიღუპა. ყარაბაღის კონფლიქტისას (1988-1994) რაიონიდან 152 მებრძოლი დაიღუპა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის სტატისტიკის კომიტეტის მონაცემებით 2007 წელს რაიონში ცხოვრობდა 87 365 ადამიანი: 42 867 (49 %) მამაკაცი და 44 498 (51 %) ქალი.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]