გიორგი ზედგენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზედგენიძე.

გიორგი ზედგენიძე (დ. 21 თებერვალი, 1902, ვილნიუსი — გ. 24 აგვისტო, 1994, ივლისი) — ქართველი რენტგენოლოგი და რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1937), პროფესორი (1939). რენტგენოლოგიისა და რადიოლოგიის ერთ–ერთი ფუძემდებელი სსრკ–ში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1927 წელს. 1939–1941 წლებში იყო სამხედრო საზღვაო სამედიცინო აკადემიის რენტგენოლოგიის აკადემიის უფროსი; 1958–1973 წლებში იყო სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო რადიოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, 1973 წლიდან მოსკოვის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის ინსტიტუტის კონსულტანტი. 1958 წლიდან ჟურნალ „მედიცინსკაია რადიოლოგიას“ რედაქტორი. დამუშავებული აქვს მაიონიზებელი გამოსხივების ბიოლოგიური მოქმედების, სხივური თერაპიის, ავთვისებიანი სიმსივნეების, ძვლებისა და სახსრების, აგრეთვე კუჭ–ნაწლავის და სხვა დაზიანებათა რენტგენოდიაგნოსტიკის საკითხები და სხვა. ავტორია წიგნისა „რენტგენოლოგია ოდონტოლოგიაში სოციალურ ჰიგიენის თვალსაზრისით“ (1929)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]