გიორგი გორდაძე (პარაზიტოლოგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდაძე.
გიორგი გორდაძე
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1897(1897-06-13)
დაბ. ადგილი კუხი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 აპრილი, 1979(1979-04-12) (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა პარაზიტოლოგი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გიორგი ნესტორის ძე გორდაძე (დ. 13 ივნისი [ძვ. სტ. 1 ივნისი], 1897, სოფ. კუხი, ახლანდ. ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 12 აპრილი, 1979, თბილისი) — ქართველი პარაზიტოლოგი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1959), საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1962).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1924 წელს დაამთავრა თსუ-ის სამკურნალო ფაკულტეტი. 1924-1925 წლებში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მალარიის ეპიდემიოლოგიური კერების ჩამქრობ ექსპედიციებში. 1941-1946 წლებში განაგებდა ამიერკავკასიის ფრონტის სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური სადგურის მალარიის საწინააღმდეგო განყოფილებას. 1946-1953 წლებში იყო ს. ვირსალაძის სახელობის მალარიისა და სამედიცინო პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის ეპიდემიოლოგიური განყოფილების, ხოლო 1953-1973 წლებში — ამავე ინსტიტუტის ჰელმინთოლოგიური განყბის გამგე, 1973 წლიდან გარდაცვალებამდე — მეცნიერ-კონსულტანტი. გორდაძე შეისწავლიდა მალარიისა და ჰელმინთოზების ეპიდემიოლოგიის საკითხებს, ამ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Материалы по изучению симптоматологии карликового гименолепидоза, «Медицинская паразитология и паразитарные болезни», 1940, т. 9, в. 5.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]