გილეილის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გილეილის მეჩეთი
აზერ. Gileyli məscidi
მდებარეობა იჩერი-შეჰერი, ბაქო, აზერბაიჯანი
ტიპი უბნის მეჩეთი
სტილი შირვან-აბშერონის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება 1309

გილეილის მეჩეთი, ჯომად გერაიას მეჩეთი ან გილეკ მეჩეთი (აზერ. Gileyli məscidi ან აზერ. Comərd Gəray məscidi) — XIV საუკუნის ისტორიული მეჩეთი მირზა მანსურის ქუჩაზე ბაქოს ძველ ქალაქში, აზერბაიჯანში. 2001 წლის 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესაბამისად ორსართულიანი ქარავან-სარაი დარეგისტრირებულ იქნა როგორც ეროვნული არქიტექტურის ძეგლი.[1] გილეილის მეჩეთი აშენდა ორ ეტაპად. პირველი ეტაპი შეესაბამება შირვანშაჰთა ეპოქას — 1309 წელს. მეჩეთის შემდგომი ეტაპის მშენებლობა გაგრძელდა XIX საუკუნეში.[2]

თავიდან მეჩეთის შესასვლელი კარები დამზადებული იყო კაკლის ხისგან, მაგრამ დაიწვა და შეიცვალა.[3]

მეჩეთის კედლებზე იყო ამოტვიფრული წარწერები, რომელიც შესრულებული იყო მსხვილი ზომის ასოებით, ნასხის კალიგრაფიით. წარწერის ფონი მორთული იყო ორნამენტებით:

ვიკიციტატა
„ამ მე-2 მეჩეთის განახლება ბრძანა სადრ ალ მუხტარ ამინ ად დინ ჯუმად გარაი ბ. ბარქმა, ღმერთი იყოს მისი მფარველი ყველა კეთილ საქმეში, რომლებიც მას მიაახლოვებენ უფალს. ზუ ლ ჰიდჯას 708 წელს.“

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasi Nazirlər Kabinetinin qərarı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 March 2018.
  2. GİLЕYLİ MƏSCİDİ az. icherisheher.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 6 April 2018.
  3. İçərişəhər məscidləri... az. anl.az. ციტირების თარიღი: 6 April 2018.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]