გივი ჭელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი ჭელიძე
დაბადების თარიღი 1929
ეროვნება ქართველი
საქმიანობა ჟურნალისტი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

გივი ჭელიძე (დ. 1929) — ქართველი ჟურნალისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1929 წელს. დაამთავრა მოსკოვის უმაღლესი პარტიული სკოლის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტში, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტის“ რედაქციაში. სხვადასხვა წლებში იყო გაზეთ: „მაცნეს“, „ერქვანის“, „რეფორმის“ რედაქტორი. გაზეთ „თბილისის“ რედაქციაში მუშაობდა განყოფილების გამგედ, 1985-1988 წლებში.

1988 წლიდან არის საქართველოს ჟურნალისტთა (ახლანდელი ფედერაციის) კავშირის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და რეგიონალური განყოფილების ხელმძღვანელი; 1993 წლიდან — ჟურნალ „ჟურნალისტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და რედაქტორი; ჟურნალისტური კლუბის „საფიხვნოს“ პრეზიდენტი. არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი სცენარების მხიედვით გადაღებულია დოკუმენტური ფილმები, მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]