ახალგაზრდა კომუნისტი (თბილისი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ახალგაზრდა კომუნისტი.

„ახალგაზრდა კომუნისტი“ — კომკავშირულ-ახალგაზრდული გაზეთი, საქართველოს ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის ორგანო. დაარსდა 1925 წელს თბილისში, ქართულ ენაზე, გამოდიოდა კვირაში სამჯერ, 1925-1990 წლებში. 1990 წლიდან მის ნაცვლად გამოდიოდა ახალგაზრდა ივერიელი.

„ახალგაზრდა კომუნისტის“ წინამორბედი გაზეთებია: „მესამე ინტერნაციონალი“ (1917), „ ახალგაზრდა კომუნისტი“, „სპარტაკი“ (1922-1925). „ ახალგაზრდა კომუნისტი“ აშუქებდა კომკავშირული ცხოვრების აქტუალურ პრობლემებს; ემსახურებოდა ახალგაზრდობის კომუნისტური აღზრდის საქმეს; ასახავდა იდეოლოგიის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვან მოვლენებს.

„ახალგაზრდა კომუნისტი“ დაჯილდოებულია საქართველოს სსრ უმაღლესისაბჭოს პრეზიდიუმის, საკ. ალკკ ცკ-ის და საქართველოს ალკკ ცკ-ის სიგელებით. სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: გ. ძიგრაშვილი, ა. ანდღულაძე, ვ. კუპრაძე, დ. ვოლსკი, ა. მახათაძე, ვ. მიქაძე, ა. მგელაძე, კ. ჩარკვიანი, ე. ენუქიძე, მ. ცქვიტინიძე, ა. მირცხულავა, ს. აბულაძე, ლ. წერეთელი. დ. მჭედლიშვილი, გ. ფირცალავა, შ. გაგოშიძე, გ. ვარდოსანიძე, მ. კაკაბაძე, გ. გელაშვილი, ა. სანებლიძე, ჯ. ნინუა. ტირაჟი იყო 220 ათასი ცალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]