გივი ჟორდანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გივი გიორგის ძე ჟორდანია (დ. 29 დეკემბერი, 1911, თბილისი — გ. 2001) — ქართველი ისტორიკოსი.

დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტი.

1937 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მუშაობდა სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწოფო მუზუმში. 1940 წლიდან კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 1960-1960 წლებში განაგებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ისტორიის კათდრას, 1969 წლიდან შუა საუკუნეების ისტორიის კათედრის გამგე იყო.

1979 წელს მიანიჭეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარტვილობა მესიისა : ახალი მასალები ი. ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ (ავტორი). - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005. - 485გვ.. - ISBN: 99940-38-62-1
  • დაბრუნებული საუნჯე : ქართული სამუზეუმო და სამონასტრო განძეულობა (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1983. - 183გვ.
  • კავკასიური მუზეუმის დაარსება : საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიის შესწავლისათვის (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკად. გამ-ბა, 1951. - 214გვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]