შინაარსზე გადასვლა

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია (ინგლ. The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi ან GZAAT) — კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თბილისში, რომელიც 2001 წელს დაარსდა გივი ზალდასტანიშვილისა და დონალდ თომასის მიერ. აკადემიაში დღეს 345 მოსწავლე სწავლობს, რომლებიც არიან მერვე ან მერვეზე მაღალი კლასის მოსწავლეები.

გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის პირველი პირი არის მისი დირექტორი, დღევანდელი დღით Andres J. Cruz. აკადემიის პირველი დირექტორი დონალდ თომასი იყო, რომლის სახელობის ბიბლიოთეკა (Donald W. Thomas Library) სკოლაში დღესაც ფუნქციონირებს.

გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემიის სწავლების მეთოდი განსხვავდება სხვა სკოლებისგან. აკადემიაში ყველა საგანი, გარდა რუსულისა და ქართულისა, ინგლისურ ენაზე ისწავლება. დიდი ყურადღება ექცევა გაკვეთილზე აქტიურობას. განსხვავებით სტანდარტული სკოლის მერხებისა, აკადემია სასწავლებლად ჰარკნესის მაგიდას (და შესაბამისად ჰარკნესის მეთოდს) იყენებს. ხსენებული მეთოდი უზრონველყოფს აქტიურ საგაკვეთილო დისკუსიებსა და მოსწავლეთა სრულ ჩართულობას.

აკადემიის კიდევ ერთი დამახასიათებელი არის მისი საკლასო გადანიწილების სისტემაა. ქართული საკლასო სისტემისგან განსხვავებით (სადაც 15-30 ბავშვი ყველა გაკვეთილს, 12 წლის განმავლობაში, ერთად ესწრება), აკადემიაში 75 ბავშვის ერთმანეთში არევა ხდება, რადგან მოსწავლეების სოციალური წრე მხოლოდ 15 ბავშვით არ იყოს შემოფარგლული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]