გვიდონიდები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გვიდონიდები (ფრანგ. Widonides) — ფრანკული წარმოშობის ადრეფეოდალური საგვარეულო, რომლისგანაც მოდის ფრანკთა იმპერიის ორი იმპერატორი. საგვარეულომ სახელწოდება მიიღო სახელისგან „გვიდო“ (ლათ. Wido, Widonis, მოგვიანებით იტალ. Guido), რომელსაც საგვარეულოს ბევრი წარმომადგენელი ატარებდა.

იტალიის მეფეები და იმპერატორები[რედაქტირება]

გვიდო III (გარდ. 12 დეკემბერი 894) — საგვარეულოს ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი. 876 წელს გახდა კამერინოს ჰერცოგი, თუმცა არცთუ ისე ნათელია, თუ რატომ გამოეყო კამერინო სპოლეტოს. 882 წელს ძმიშვილის, გვიდო II-ის გარდაცვალების შემდეგ, მან მისი შვილის მცირეწლოვნობის გამო მემკვიდრეობით მიიღო სპოლეტო. გვიდომ განაგრძო პაპის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ ლამბერტ II-მ დაიწყო. გარდა ამისა, მან უარი თქვა ძმის მიერ დაპყრობილი მიწების დაბრუნებაზე, შექმნა ალიანსი ბიზანტიის იმპერიასთან, საიდანაც ფულს იღებდა. საბოლოოდ იმპერატორმა შარლ III მსუქანმა გვიდო მოღალატედ შერაცხა და მისი სამფლობელოების კონფისკაცია ბრძანა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება მან დაავალა ფრიულის მარკგრაფს, ბერენგარ I-ს. მაგრამ ბერენგარმა ვერაფრის გაკეთება მოახერხა — ეპიდემიამ, რომელმაც ჯარი განგმირა, მას უკან დახევა აიძულა. ორი წლის შემდეგ გვიდო გამოჩნდა პავიაში სამეფო ასამბლეაზე, სადაც ერთგულების ფიცი დაუდო იმპერატორის, რის შემდეგაც ყველა ბრალდება მოეხსნა, ხოლო ბრძანება კონფისკაციის შესახებ გაუქმდა. აგრეთვე გვიდო გახდა ახალი პაპის, სტეფანე V-ის მოკავშირე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]