გვერდელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გვერდელა
Pimpinella saxifraga - Köhler–s Medizinal-Pflanzen-241.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
ოჯახი: ქოლგოსანნი
ლათინური სახელი
Pimpinella saxifraga

გვერდელა (ლათ. Pimpinella saxifraga) — მრავალწოვანი ბალახოვანი მცენარე ქოლგოსანთა ოჯახისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. იზრდება მდელოებსა და სტეპებში, ბუჩქნარებს შორის. ღერო სწორმდგომია, სიმაღლე 15-80 სმ. ყვავის ივნის-აგვისტოში. გვერდელა ძირითადად შეიცავს ეთერზეთებსა და კუმარინის დერივატებს, მცირე რაოდენობით მთრიმლავ ნივთიერებებსა და ფისს. ფესვების ექსტრატი გამოიყენება ლორწოვანი გარსის დამამშვიდებელი და ხველების საწინააღმდეგო საშუალებების დასამზადებლად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]