გველთავა (თევზი)
იერსახე
გველთავა | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Ophiocephalus argus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 13151166 | ||||||||||
|
გველთავა (Ophiocephalus argus) — მტკნარი წყლის თევზი გველთავასებრთა ოჯახისა. აქვს 85 სმ-მდე სიგრძის სხეული, 7 კგ-მდე წონა. ქერცლით დაფარული ბრტყელი თავი გველს უგავს. ლაყუჩზედა ორგანოს მეოხებით შეუძლია ჰაერზე სუნთქვა, დაბინძურებულ წყალში ცხოვრება და რამდენიმე დღე სულ უწყლოდ გაძლებაც კი. გვხვდება ამურის აუზსა და ხანკის ტბაში, აგრეთვე ჩინეთსა და კორეაში. იკვებება პატარა თევზებით, ფსკერის ორგანიზმებით. აქვს მცირე სარეწაო მნიშვნელობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 139.