გარუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გარუა
ფრანგ. Garoua
ქვეყანა კამერუნის დროშა კამერუნი
რეგიონი ჩრდილოეთის რეგიონი
კოორდინატები 9°18′00″ ჩ. გ. 13°24′00″ ა. გ. / 9.30000° ჩ. გ. 13.40000° ა. გ. / 9.30000; 13.40000
ცენტრის სიმაღლე 249
მოსახლეობა 235 996 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.garouacity.cm/
გარუა — კამერუნი
გარუა

გარუა (ფრანგ. Garoua) — ქალაქი კამერუნის ჩრდილოეთით. ჩრდილოეთის რეგიონის და ბენუეს დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2005 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 235 996 ადამიანს[1][2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ადამავის ემირატის პირველი მმართველის — მოდიბო ადამას ბრძანებით დაარსდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში[3].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ბენუეს მარჯვენა სანაპიროზე[3].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მსხვილი სამდინარე პორტია[3]. მდინარის საშუალებით გარუაში აწვდიან ნავთობს და სამშენებლო მასალებს, ხოლო ქალაქიდან მდინარის დინებით, ქვემოთ ნიგერიაში გააქვთ სოფლის მეურნეობის და მისი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტები — ბამბა, არაქისი, ცხოველთა ტყავი. პორტის მნიშვნელობა ნაწილობრივ შეასუსტა რკინიგზამ, რომელმაც ქალაქი გარუა კამერუნის მსხვილ ქალაქთან და საზღვაო პორტთან — დუალასთან დააკავშირა[3].

განვითარებულია მრეწველობის საფეიქრო დარგი: ბამბის გადამუშავება, ქსოვილების ქსოვა და შეღებვა[3].

ქალაქში ფუნქციონირებს გარუას საერთაშორისო აეროპორტი[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (geohive)
  2. მოსახლეობის 2005 წლის აღწერა (citypopulation)
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 Garoua. Britannica Online Encyclopedia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-30. ციტირების თარიღი: 2011-05-08.
  4. Garoua Airport profile. Airport Safety Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-20. ციტირების თარიღი: 2011-05-08.