გაობაოხუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაობაოხუ
ტბა გაობაოხუ
ტბა გაობაოხუ
კოორდინატები: 32°50′ ჩ. გ. 119°20′ ა. გ. / 32.833° ჩ. გ. 119.333° ა. გ. / 32.833; 119.333
მდებარეობა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ტერიტორიული ერთეული ანხოი
ძიანსუ
სიმაღლე ზღვის დონიდან 5,7 
სიგრძე 39 კმ
სიგანე 30 კმ
ფართობი 674,7 კმ²
საშუალო სიღრმე 1,44 
მაქსიმალური სიღრმე 2,4 
გაობაოხუ — ჩინეთი
გაობაოხუ

გაობაოხუ, გაოიუხუ[1] (ჩინ.: 高邮湖) — მტკნარწყლიანი ტბა ჩინეთში, ანხოისა და ძიანსუს პროვინციებში. გაწოლილია მდინარე ხუაიხეს სისტემაში, ხუაიხეს ვაკეზე,[2] ზღვის დონიდან 5,7 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 674,7 კმ².[3]

საშუალო სიღრმე 1,4 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,4 მ. წყალმარჩხი ტბაა. დაბალი ნაპირები აქვს, ბრტყელი. გაობაოხუს აღმოსავლეთი ნაპირების გასწვრივ გადის ჩინეთის დიდი არხი, რომელთანაც იგი დაკავშირებულია.[4]

მდინარე სანხე გაობაოხუს აკავშირებს ხუნძეხუს ტბასთან. ამჟამად გაობაოხუ მდინარე ხუაიხეს სისტემის ნაწილია. განვითარებულია ნაოსნობა, თევზჭერა. ტბის წყლები გამოიყენება სარწყავად.[4]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]