განხილვა:Garage Inc.

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვა ჯგუფების სახელები რომ არის, ინგლისურად დაგეწერა. :) ყველაფერი რომ ქართულად ვწეროთ, არ გამოდის. ისე სხვათა შორის, Lynyrd Skynyrd:

http://www.forvo.com/word/lynyrd_skynyrd/

ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 15:45, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ქართულად ვწეროთო ჯგუფების სახელებიო, - აქ წავიკითხე სადღაც და მეც მივაყოლე და როგორც შემეძლო ვთარგმნე, თუ თვლი რომ რომელიმეს თარგმანი არ შეესაბამება ორიგინალს აქ დაწერე შენეული ვერსიით და განვიხილოთ. თან რაც კი რამე ჯგუფებზე დაწერილია ამ ვიკიში, ყველა თუ არა, უმეტესობა ქართულადაა და რავიცი --გიორგი განხილვაწვლილი 15:55, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

რა ვი ეგერ Yes გადამიკეთეს, იესი მქონდა :D — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 16:11, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ გაუგებარია საერთოდ, რომელი უნდა ითარგმნოს და რომელი დარჩეს. თუ Deep Purple დიფ ფარფლია, Yes იესი რატომ არაა {მით უფრო რომ რაიმე რთულ წარმოსათქმელ სიტყვასთან არ გვაქვს საქმე). რა სტანდარტი მოქმედებს აქ, ვერ გავიგე. უბრალოდ დადგინდეს: ან ვთარგმნით ან ვტოვებთ; მე ასე მიმაჩნია მართებულად. --გიორგი განხილვაწვლილი 16:22, 10 მაისი 2010 (UTC) პ.ს. მეტალიკის შემთხვევაში როგორ უნდა იყოს შენი აზრით ვიღიმი? ოღონდ მართლა, სერიოზულად მაიტერესებს[უპასუხე]

სიმართლე გითხრა, მეც არ მესმის დღემდე, რა ხდება. მე პირადად ასე გავაკეთებდი - არ ვთარგმნიდი მარტო იმას, რაც რთული წარმოსათქმელია (მაგალითად არსებობს ჯგუფი Presidents of the United States Of America - ხომ წარმოგიდგენია, როგორი იქნება მაგის ქართულად დაწერა. ვიკრიჭები

საბოლოო პრინციპის, გამოგიტყდები, ვერც მე გამიგია. და საერთოდ, რატომ არავის უნდა, წაგვეხმაროს ამ საკითხში. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 16:24, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ჩავასწორე. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 16:29, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მივხვდი ვიკრიჭები. არ მახსოვს ზუსტად და ეხლა ასე მარჯვედ ვერ ვიპოვე, რომელიღაც ჯგუფის სახელთან დაკავშირებით იყო დისკუსია მისივე განხილვის გვედზე და იქ თუ არ ვცდები ცანგალამ დაწერა, რომ ჯგუფის სახელები ქართულად ვწეროთო, მერე ერთ-ერთმა მომხმარებელმა თქვა, System of a Down-ის შესახებაც მინდა დავწეროო და როგორ იწერებაო. ეხლა ვნახე და ინგლისურადაა (თუმცა სისტემ ოფ ე დაუნი-ზე გადამისამართებაა გაკეთებული) --გიორგი განხილვაწვლილი 16:50, 10 მაისი 2010 (UTC)[უპასუხე]