განხილვა:ხუან გუაიდო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მე მგონი უნდა იყოს ხუან გვაიდო ესპანურად ასე გამოითქმის გვადალახარა (Guadalajara), გვატემალა (Guatemala), გვადალუპე (Guadalupe), გვადალუპე ვიქტორია (Guadalupe Victoria) ... --ჯაბა 1977 13:59, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მემგონი კი. დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ესპანური: gu — „გვ“. გიო ოქრო 14:05, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე მგონი ეს ის მომენტია, როცა წესის თანახმად სამი დღე არ უნდა ლოდინი და გადავიტანოთ. ოკ? --ჯაბა 1977 14:07, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ოკ. გიო ოქრო 14:31, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
რატომ ვჩქარობთ? განხილვის დასრულებამდე ვაბრუნებ ძველ ვერსიაზე. გამონაკლისი ხომ ისედაც უამრავია? თანაც, მაგალითებში რატომღაც სულ ტოპონიმებია ჩამოთვლილი და არა საკუთარი სახელები, რომლებსაც როგორც წესი, ყველაზე ხშირად ეხება გამონაკლისები. — Mikheil მიწერა 15:45, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მიხეილ, დახმარების გვერდი გვ-ს გვეუბნება და რამე გამონაკლისია ვითომ? --ჯაბა 1977 17:15, 24 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

შესაძლოა იყოს. ზუსტად ვერ ვიტყვი. ისე კი ქართულად გუაიდო უფრო პოპულარულია. გიო ოქრო 16:58, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მე ვვარაუდობ, რომ @MIKHEIL: ამ შემთხვავში მართალია. გუგლში გუაიდოზე გვაქვს 22,000 მოხსენება, ხოლო გვაიდოზე - 3 (ისიც, ყველა ვიკიპედიაა). არსებობს წესი WP:CRITERIA, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გამოვიყენოთ არა [შესაძლებელია] სწორი სახელი, არამედ წყაროებში გამოყენებული. ამ შემთხვევაში ყველა წყარო იყენებს გუაიდო-ს, შესაბამისად, ვვარაუდო, რომ ქართულ ენაში ამ ადამიანის გვარი ასე დამკვიდრდა და ჩვენ მას ვერ შევცვლით. --Melberg განხილვაწვლილი 17:03, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ტოპონიმებშიც ყოფილა გამონაკლისები ლა-გუაირა--დათო1010 17:04, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@David1010: ტოპონიმია ამხელა კაცი? :D --Melberg განხილვაწვლილი 17:04, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
არა ვიკრიჭები ზევით მიშა ამბობდა ტოპონიმებზე და მაგიტომ მოვიყვანე, რომ Gu ტოპონიმებშიც შეიძლება გუ იყოს და არა გვ--დათო1010 17:07, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
ალბათ გუაიდო დარჩება, რადგან გუგლში გუაიდოზე გვაქვს 22,000 მოხსენებაა. მაგრამ უბრალოდ ჩემ აზრს ვიტყვი, რომ არც ერთ ჟურნალისტს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრობლებს არ ჩაუხედიათ დახმარება:ზოგიერთი უცხოენოვანი ბგერის გადმოცემა ქართულში#ესპანური. მათ ხომ ყველაფერი იციან ვიღიმი. გვარი ალბათ რუსულიდან დაამკვიდრეს. აბა ჩაიხედეთ ინგლ. ვიკიში. იქ არის ტრანკრიფცია Spanish: [xwaŋ xeˈɾaɾðo ɣwai̯ˈðo ˈmaɾ.kes]. თუ რას გვეუბნება თქვენ თვითონ განსაზღრეთ. წარმატებები.--ცანგალა 18:02, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

მეც მხოლოდ ინფორმაციისთვის: აგერ ბმული, კიდე მრავალი შეგიძლია ნახოთ და მოისმინოთ როგორ გამოითქმის ამ კაცის სახელი. ალბათ მართლა გუაიდო დარჩება, მაგრამ მე მჯერა რომ ეს კაცი არის გაიდო. :))--ჯაბა 1977 18:27, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]

ცანგალას უწერია ტრანსკრიფცია რომელიც ინგლისურში წერია. აგერ იხილეთ როგორ წარმოითქმის ესა თუ ის ბგერა. გასაგებად წერია რომ არის--დათო1010 18:35, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
იქ წერია, რომ IPA ნიშანი „w“ გამოითქმის, როგორც ინგლ. w (მაგ., wine) და როგორც ვიცი w ქართულში უ-დ გადმოდის. აქედან გამომდინარე გაიდოა სწორი. გიო ოქრო 18:38, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
კი გიო იქვე მაგალითიცაა მოყვანილი და მუქად გამოყოფილია --დათო1010 18:50, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: არ გეკამათები w — უ და w — ვ (ეს დაგავიწყდა?). მაგრამ ეს არის ინგლისურ–ქართული. ჩვენ ვსაუბრობთ ესპანურ–ქართულზე. და ეს არის ესპანური ენის ტრანსკიფცია (IPA). cuadro en: Cuadros, Huila იხ. en: Huila Department. გადახედე თითოეულ სტატიაში u-ს. (ეს ყველაფერი დავწერე მხოლოდ ინფორმაციისთვის). არავის არ გეკამათებით. --ცანგალა 20:55, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]
რაც არ ვიცი, არ ვიცი. როგორც გადაწყვეტთ ისე იყოს. მე არაფერი გამეგება. გიო ოქრო 20:59, 26 იანვარი 2019 (UTC)[უპასუხე]