განხილვა:ფილიპა ენოელი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ენოელი ცოტა უცნაურად ჟღერს. დე ენო სჯობს ჩემი აზრით. გიო ოქრო 19:34, 18 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჩემი აზრით უცნაური სულაც არარის, ეს ხომ იგივეა როგორც ესპანელი, შოტლანდიელი და ა.შ. თუკი მაგალითად მარგარიტა ანჟუელი უცნაური არაა ფილიპა ენოელი რატომაა, ენოს საგრაფოც ხომ სახელმწიფო იყო როგორც ანჟუ--Rezo1515 განხილვაწვლილი 14:24, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჟღერადობას ვგულისხმობ, თორემ გამართლებული ფორმა არის. გიო ოქრო 14:26, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჟღერადობას? ჟღერადობა რა შუაშია? ჟღერადობის გამო გამონაკლისები არსებობს მხოლოდ მსგავს შემთხვევებში. მე ამ მხრივ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. --ჯაბა 1977 14:30, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად რუსული არ ვიცი და ვერ მივხვდი იმ სტატიაში რა ხდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ დე-სა და ენოს-ს შორის არსებული ორი ე უფრო რთულად გამოითქმება ვიდრე ენოელი--Rezo1515 განხილვაწვლილი 14:38, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

რეზო, არაუშავს ახლა აქ ვერ დაგიწერ :)))) მე მომხრე ვარ ეს სახელი ერქვას რაც ამჟამად ქვია სტატიას. --ჯაბა 1977 14:39, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

თქვენი აზრით რატომ ვწერთ გი დე ლუზინიანს და რენო დე შატიიონს და არა ლუზინიანელს და შატიიონელს? გიო ოქრო 14:43, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
იმიტომ, რომ ლუზინიანი და შატიიონი დინასტიებიცაა და თუ არ ვცდები დასახლებული პუნქტებიც (საიდანაც ისინი არიან წარმოშობით), ამ შემთხვევაში შეგვიძლია დე დავწეროთ, ისევე როგორც ვწერთ დე ვალუასა და დე ბურბონს, მაგრამ ენო მხოლოდ საგრაფო იყო და ენოს დინასტია არ არსებობდა--Rezo1515 განხილვაწვლილი 14:49, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯერ ჟღერადობას იწუნებ და გამართლებული ფორმა არისო წერ, ახლა პოლემიკაში შემოდიხარ და შენს მიერ დაწერილი და დარედაქტირებული სტატიები მოგყავს არგუმენტად. ცოტა უცნაურია. --ჯაბა 1977 14:49, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ჯაბა სტატიას რო ვწერ აღარასდროს უნდა შევეხო მას? თუ რა გინდა ვერ ვიგებ? რედაქტირების უფლება აღარ მაქვს? მთავარია წყაროები რას წერენ. გი დე მოპასანი — ეს რაღაა მაშინ? საგვარეულო ხომ არ არის ან ჩემი დაწერილი და დარედაქტირებული ხომ არაა? გიო ოქრო 14:58, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
სხვათაშორის შენი თარგიდან ავიღე სახელი. გიო ოქრო 15:02, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გი დე მოპასანს, შატიიონებს, ვალუებსა და სხვა გვარებს რაც შეეხება, მათ წინ დე-ს დაწერა მართობულია. შატიიონიც, ლუზინიანიცა და მოპასანიც გვარია, როგორც თვითონ გი დე მოპასანის ბიოგრაფიაში წერია მოპასანები "ლორენთა ძველი გვარის შთამომავლები იყვნენ", ამიტომაც ქართულში შეგვიძლია მის წინ დე-ს დაწერა. ფრანგები, ესპანელები და სხვა ევროპელი ერები როგორც გვარის, ისე ეროვნების შემთხვევაში იყენებენ დე-ს, მაგრამ ქართულში დე-ს მხოლოდ გვარების წინ ვწერთ და ვინაიდან ენო ქვეყანა იყო და არა გვარი, ჩემი აზრით ენოელი უფრო მართებული იქნება--Rezo1515 განხილვაწვლილი 15:10, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
დე ფრანგული სახელის პირდაპირი გადმოტანისას „ჩნდება“. მაგ. ბარისან დე იბელინი — ბარისან იბელინელი, ჯერ იბელინი გადაეცა და შემდეგ ეწოდა დე იბელინი (იბელინელი, იბელინიდან) და კიდევ უფრო შემდეგ შეიქმნა საგვარეულო. გიო ოქრო 15:16, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

გიორგი სწორედაც მოქცეულხარ რომ აგიღია „ჩემი“ თარგიდან. არგუმენტი რეზომ უკვე მეორედ დაგიწერა და მე აღარ გავაგრძელებ. --ჯაბა 1977 15:18, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]

ევერარ დე ბარი — არანაირი საგვარეულო, ბრალოდ ბარიდან (Barres) იყო წარმოშობით. გიო ოქრო 15:19, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
სტატიის არსებული ვერსიის სახელწოდება სრულად მისაღებია, სტატიის ავტორის არგუმენტიც მისაღებია, შესაბამისად სახელწოდების არსებული ვერსიის მომხრე ვარ. და ბოლოს, ჩვენ სტატიების სახელწოდებას ჟღერადობით არ ვწერთ (არ შემოგვაქვს) :))) --Mehman 97 15:29, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, გადავხედე ევერარ დე ბარსაც და მოპასანის მსგავსად "ევერარი „დე ბარების“ საფრანგეთში ცნობილი არისტოკრატული საგვარეულოს წარმომადგენელი იყო." ფრანგულიდან პირდაპირ სახელებსა და გვარებს ვთარგმნით, ენოელი კი ამ შემთხვევაში ეროვნება უფროა, სადაც დე საჭირო საერთოდ არაა. ენოს ნაცვლად, რომ მაგალითად ფლანდრია ყოფილიყო სადავო არ იქნებოდა, თუმცა ვერაფრით ვხვდები რით განსხვავდება ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთისგან--Rezo1515 განხილვაწვლილი 15:36, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]
ჟაკ დე მოლი, ჰიუგ დე პეინი, რობერ დე საბლე და სხვ. დე-ებს ვერ დალევ და ყველა ეს საგვარეულო არ იქნება. კიბატონო დარჩეს ამ სათაურზე, მაგრამ რავიცი... რავიცი... წარმატებები. გიო ოქრო 19:11, 22 ოქტომბერი 2018 (UTC)[უპასუხე]