სამუელ კოლტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სამუელ კოლტი

სამუელ კოლტი (ინგლ. Samuel Colt; 19 ივლისი 181410 იანვარი 1862), ამერიკელი გამომგონებელი, ცნობილი კოლტის პატენტის დამაარსებელი.

თუ ღმერთმა შექმნა ადამიანი, და ლინკოლნმა გაათავისუფლა ისინი მონობისაგან, ხოლო სამუელ კოლტმა კი გახადა ისინი თანასწორი, ოღონდ იმის გათვალისწინებით რომ ამ პიროვნებებს ხელში დროგამოშვებით მაინც აღმოაჩნდებოდათ 45 ან 36 კალიბრის იარაღი.

ისტორია[რედაქტირება]

ახალგაზრდობისას მამისეული სახლიდან წავიდა და გაემგზავრა ინდოეთში. გზად მან გააკეთა ხის იარაღის მოდელი, რასაც დღეს ჩვენ ვეძახით რევოლვერს. შინ დაბრუნებისას მან შეისწავლა ქიმია, 1835 წელს კითხულობდა ლექციებს აშშ–სა და კანადაში. იმოგზაურა ევროპაში და აიღო პატენტი თავის გამოგონებაზე ლონდონსა და პარიზში. ასე ჩამოაყალიბა მან თავისი კომპანია, მაგრამ 1842 წელს ფირმა გაკოტრდა და 5 წლის მანძილზე რევოლვრები არ წარმოებულა.

როდესაც სახელმწიფომ გამომგონებელს 1000 ცალი რევოლვერი შეუკვეთა, მან დაიწყო ახალი იარაღის მოდელირება. ასე დაიწყო ახალი ერა, რადგანაც მანამდე სერიულად არავის არ ჰქონდა იარაღის წარმოება გახსნილი. ასე ამგვარად, 1852 წელს მან თავისი მცირე საწარმო ვიტნეისვილში შეცვალა დიდით გეტფორდში. მალე 1861 წელს მისი ფირმის ფარდობი გაორმაგდა. აქედან იარაღის დიდი პარტიები იგზავნებოდა ინგლისსა და რუსეთში.

პოლკოვნიკ კოლტს არასოდეს არ უმსახურია ჯარში, არც ერთი დღე! თუმცაღა ის იყო ნამდვილი პოლკოვნიკი! უბრალოდ მან ეს ჩინი მიიღო უკვე როგორც ცნობილმა მილიონერმა რომელმაც მხარი კინესუტის შტატის გუბერნატორს არჩევნებში მხარი დაუჭირა. მიუხედავად ამისა….

1. პირველი წყალქვეშა მინა;

2. პირველი კოლტის ბარაბნიანი რევოლვერი «Colt Paterson» (1836); შემდგომ «დრაგუნსკი» (დიდი კოლტი); «Colt – Navy» (1851); «Colt» (1860); «Colt – Navy» (1861);

3. პირველი პატრონიანი რევოლვერი «Single Action Army», ორიგინალი სახელით «მშვიდობისმყოფელი», რადგანაც, სადაცის ისროდა მშვიდობა ჩქარა მყარდებოდა;

4. ცნობილი განგსტერული ავტომატი «Tommy gun»;

5. ლეგენდარული «Colt 1191», რომელიც ამერიკის შეიარარებაში 70 წელი იყო (1911-1985);

6. თანამედროვე ამერიკული იარაღი «М-16»;

ყველა ესენი სამუელ კოლტის ფირმის ”შვილები” არიან, თუმცა ზოგიერთი მისი სიკვდილის შემდეგ შეიქმნა.