განხილვა:მზია ჩხეტიანი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

@გიო ოქრო: რეზიუმეში, რომ დაწერე წყაროს ამოღება არ შეიძლებაო. ბლოგი რამდენად ითვლება წყაროდ? --ცანგალა/ 07:19, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@Zangala თუკი წყარო არ არის სანდო, მაშინ სტატია წასაშლელია. გიო ოქრო 14:59, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გეთანხმები, წყაროს გარეშე სტატია წასაშლელია, მაგრამ მე გკითხე ბლოგი ითვლება თუ არა წყაროდ? --ცანგალა/ 18:38, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala თუ არ ითვლება, იგი არ უნდა ამოიღო. სტატია უნდა წაიშალოს. არასათანადო წყარო კი უნდა ჩანდეს. გიო ოქრო 20:48, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კვლავ გეკითხები ბლოგი ითვლება თუ არა წყაროდ?--ცანგალა/ 20:49, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
არა და ბლოგიდან დაწერილი სტატია წასაშლელია. გიო ოქრო 20:51, 30 ნოემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@გიო ოქრო: თქვენ რომ გკითხოთ კაცმა ნახევარი ვიკიპედია წასაშლელია. 2015 წელსაა სტატია შემოტანილი @Jaba1977:-ის მიერ, 2016 წელს გაუვლია @David1010:-ის რედაქტირება და საიდან გახდა წასაშლელია? თქვენ ვიკიპედიის რედაქტორი ხართ. თუ სტატიაში რაიმე არაზუსტია რედაქტირება უნდა გაუკეთოთ. იმის გასარკვევად რომ ეს პიროვნება ნამდვილად მწერალია არსებობს ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგი და სხვა სხვა რესურსები. მართალია წყაროდ შემორჩენილია ბლოგი, მაგრამ რადგან თავის დროზე არ წაშლილა ე.ი. იმ დროს დასაშვებად იქნა მიჩნეული ეს რესურსი. გიორგი, ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ასე ერჩით სტატიებს. წაშლის თარგის ჩასმა საქმე არაა, საქმეა სტატიის გამართვა, საფუძვლიანი რედაქტირება და უკიდურეს შემთხვევაში თარგის ჩასმაც შეიძლება. გთხოვთ მსგავს საკითხებს ადმინებმა მიაქციეთ ყურადღება და წაშლით თარგის გამოყენებას რამე ლოგიკური ჩარჩო მოვუძებნოთ. სტატიაში ეს საკმაოდ უხეში ჩარევაა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 01:27, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სტატია ჩემს მიერ უკვე რედაქტირებულია და იმედი მაქვს წაშლის საბაბი აღარ გაქვთ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 02:06, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე როდის და ვის მიერაა შემოტანილი მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ფაქტია, რომ ბლოგიდან დაიწერა, ბლოგი წყარო არ არის და ყველა ასეთი სტატია წასაშლელია. თუკი ვინმე ამას არ დაუკვირდა, ეგ არ ამართლებს მის არსებობას. სტატიები ეყრდნობა სანდო და გადამოწმებად წყაროებს. და წაშლის კანდიდატი ზუსტად ასეთ შემთხვევებში ისმევა, თუკი ვინმეს არ უნდა რომ წაიშალოს, შეუძლია სტატია დაამუშავოს. ეს სწრაფი წაშლის თარგი არ არის. ყველას შეუძლია ნებისმიერი უწყაროო სტატია წაშლის კანდიდატად მონიშნოს. არაფერი უხეში ჩარევა ეს არ არის. თარგი სწორედ ამიტომ არსებობს. ახლა რესურსებში მითითებული ბმულებიდან ერთი ბლოგია (ამოსაღებია), ერთი ვიდეო (ლექსის), ერთი ფოტო და ერთიც არ იხსნება — ესენი წყაროები არ არის. „მწერალთა კავშირის წევრია 1978 წლიდან“ — მითითებულია წყარო, სადაც წელი არ წერია. ერთადერთი წყარო, რომელიც შესაძლოა ამ ფაქტებს ადასტურებდეს, არის მწერლის გაზეთის 2010 წლის მე-5 ნომერი. და იგი უნდა გადამოწმდეს, შეიცავს თუ არა ამ ინფორმაციას. გიო ოქრო 08:19, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
გიორგი, ეს ხალხი ვერ შემოიტანდა წასაშლელ სტატიას, თანაც 2015 წელს, იმის მიუხედავად რომ ყველას შეიძლება შეეშალოს. თანაც უნდა დარწმუნდეთ როდის შევიდა ძალაში ბლოგის წყაროდ არგანხილვის საკითხი. „თუკი ვინმეს არ უნდა რომ წაიშალოს, შეუძლია სტატია დაამუშავოს“ - ჯერ სტატიაში წაშლის თარგის ჩამსმელი უნდა დარწმუნდეს რამდენად წასაშლელია სტატია და დაარედაქტიროს შესაბამის დონემდე. აქ რედააქტორებათა რაოდენობის გამო არ უნდა იყოთ რედაქტორი, არამედ ხარისხიანი სტატიების შესაქმნელად ან გასამართად. „ყველას შეუძლია ნებისმიერი უწყარო სტატია წაშლის კანდიდატად მონიშნოს.“ - სწორედ რომ ყველას შეუძლია და ამან უკვე მძიმე ფორმა მიიღო და შეცდომებს უშვებთ მისი ასე არაკომპეტენტურად გამოყენების გამო. ვიდეო ლექსის წაშლას რომ ითხოვთ, ის გამოქვეყნებულია სანდო ინტერნეტ რესურსზე, თქვენი ლოგიკით ყველა ინტერნეტ ბმული უნდა წაიშალოს ვიკიპედიიდან. რაც გადასამოწმებელია თავად უნდა გადაამოწმოთ, რადგან რედაქტორის პასუხისმგებლობა გაქვთ და სტატიის წაშლას ითხოვთ. ჩემს მიერ მითითებული ყველა ბმული, თუ ლიტერატურა საბოლოოდ სტატიის წყაროა, რადგან სტატიაში გაჟღერებული ინფორმაციის დიდ ნაწილს ადასტურებს, შესაბამისად ბლოგიდან ამოღებულ ინფორმაციასაც.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 08:54, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
„როდის შევიდა ძალაში“ — თუკი ასეთი გადაწყვეტილება არის და იგი შეეხება მანამდელ სტატიებსაც, შესაბამისად იგი გავრცელდება ყველა სტატიაზე. „დაარედაქტიროს შესაბამის დონემდე“ — რა უნდა დამერედაქტირებინა ვერ ვხვდები, მიმეთითებინა წყაროდ საგაზეთო სტატია, რომელიც არც კი მინახავს? თქვენგან განსხვავებით, მე ასე არ ვმოქმედებ. თუ გარკვეული წლიდან მწერალთა კავშირის წევრობაზე მიმეთითებინა წყარო, რომელშიც ეს წელი ნახსენები არ არის? რაც შეეხება ვიდეოს, მისი წაშლა სად მოვითხოვე? ეგ ბმული უნდა იყვეს, როგორც რესურსი და დამატებითი მასალა, თუმცა არა როგორც წყარო. ვისაც სტატიაში წყარო შემოაქვს და ამტკიცებს, რომ ეს ტექსტს ამოწმებს, ჯერ მან უნდა გადაამოწმოს. რა თქმა უნდა მეც გადავამოწმებ, რა წერია მაგ საგაზეთო სტატიაში. ახლანდელი მითითებული წყაროებიდან სტატიის უდიდეს ნაწილს არც ერთი არ ადასტურებს, შესაძლოა მხოლოდ ამ ზემოხსენებულმა სტატიამ დაამოწმოს, რომელიც წაშლის კანდიდატის თარგის ჩასმის შემდეგ შემოიტანეთ. გიო ოქრო 09:47, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
1. ,,თუკი ასეთი გადაწყვეტილება არის" - თუ არ იცი რომ ასეთი გადაწყვეტილება არსებობს, რის საფუძველზე ითხოვ სტატიის წაშლას? 2. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს ყველაფრის წაშლას, არამედ მსგავსი სტატიების საფუძვლიანი რედაქტირებაა საჭირო, რაც როგორც რედაქტორმა შენც უნდა გააკეთო; 3. ,,რა უნდა დამერედაქტირებინა ვერ ვხვდები, მიმეთითებინა წყაროდ საგაზეთო სტატია" - რაც მე დავარედაქტირე ის. ავტორი, რომლის სტატიაშიც ამ რაოდენობის გამოცემებია, რომელთაც შესაბამისი საერთაშორისო წიგნის ნომერი ISBN აქვს კი არ უნდა წაშალო, უნდა მოძებნო შესაბამის ელექტრონულ კატალოგში და ჩაამატო; 4. ,,სტატია, რომელიც არც კი მინახავს? თქვენგან განსხვავებით, მე ასე არ ვმოქმედებ" - გაზეთი, რომელიც მივუთითე არის ასევე ISSN-ით გამომავალი სანდო რესურსი, სადაც ამ მწერალზე ბიოგრაფიული ცნობებია; ,,მე ასე არ ვმოქმედებთ" - როგორც მოქმედებთ ვხედავთ... 5. ,,ეგ ბმული უნდა იყვეს, როგორც რესურსი და დამატებითი მასალა, თუმცა არა როგორც წყარო" - რა არის წყარო და ლიტერატურა თქვენს განხილვის გვერდზე უკვე დავწერე; 6. ,,ახლანდელი მითითებული წყაროებიდან სტატიის უდიდეს ნაწილს არც ერთი არ ადასტურებს" - გინდოდათ გეთქვათ ,,არც ერთი ადასტურებს", მაგრამ რას არ ადასტურებს, რომ ეს პიროვნება მწერალი და პოეტია არ ადასტურებს? არ ადასტურებს რომ აქვს გამოცემული წიგნები და კრებულები წიგნის საერთაშორისო ნომრით (ISBN), რომ მის შესახებ ცნობილია საზოგადოებაში, მათ შორის ახლანდელი მწერალთა კავშირის შემადგენლობაში? ამ მითითებებმა ეჭვქვეშ არ უნდა დააყენოს დანარჩენი ინფორმაცია, თუნდაც ბლოგიდან შემოტანილი, რადგან ასე თუ გავყვებით ქართული ვიკიპედიის 80% წასაშლელი იქნება, რადგან ყოველი წინადადება არაა დამოწმებული სტატიების უმეტესობაში (სამეცნიერო ლიტერატურიდან ან საარქივო მასალებიდან).--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 14:37, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
  1. მე არ მითქვამს რომ არ ვიცი და არც ეგ სიტყვები ნიშნავს ამას.
  2. მე, როგორც რედაქტორი და სხვა ნებისმიერიც ვალდებული არ არის და „უნდა“ სრულიად ზედმეტია. თუკი თვლით, რომ რედაქტირების შედეგად წასაშლელი აღარ იქნება, შეგიძლიათ იმოქმედოთ.
  3. ნათლად ჩანს თქვენი მიდგომა ვიკიში. უბრალოდ წყაროების ჩამატებაზე ხართ და არც იცით იქ რა წერია, ეს გასაგებია. მე ასე არ ვმოქმედებ.
  4. ესეც იგივეა, რაც 3. ესე იგი შეიძლება ბლოგიდან გადმოწერო, მერე ეროვნული ბიბლიოთეკიდან მიუთითო რაიმე კატალოგში მოძებნილი დაკავშირებული ლიტერატურა (ისე, რომ არც იცი იქ რა წერია) და შეიძლება სტატია ვიკიში დარჩეს :) ეს ასე არ ხდება.
  5. წაკითხული ლექსი არის დამატებითი მასალა, რომელიც კარგია, რომ მითითებულია. აი თქვენ კი მისი ამოღების მოწოდება დამაბრალეთ :)
  6. მწერალი და პოეტი რომაა, მაგას ადასტურებს (სქოლიოც უზის), ამაზე ლაპარაკი არ მაქვს. „მწერალთა კავშირის შემადგენლობაში“ რომ არის გასაგებია, აი რომელი წლიდან, მაგას წყარო არ აქვს და ბლოგიდანაა გადმოტანილი (ესეიგი საეჭვო ინფორმაციაა). „დაიბადა 1940 წლის 10 მაისს, ლეჩხუმში, სოფელ ღვირიშში. 1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. მისი ნაწარმოებები იბეჭდება 1965 წლიდან.“ — ამ და მსგავს წინადადებებს წყარო არ აქვს (ერთადერთი ეს ინფორმაცია შეიძლება ეწეროს მითითებულ საგაზეთო სტატიაში, რომელსაც გადავამოწმებ). პირდაპირი (სქოლიოს სახით) მითითება არის ყველაზე სასურველი, თუმცა ლიტერატურაში მითითებაც საკმარისია წყაროს სახით. ყოველი წინადადების დამოწმებაზე არც მითქვამს. არც 80% არ არის წასაშლელი, აი ბლოგებიდან გადმოტანილი უწყაროო სტატიები კი წასაშლელია ნამდვილად.
გიო ოქრო 15:20, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვახ!:) ამ სტატიას უკვე აქვს იმ რაოდენობის და სანდოობის მქონე დამოწმებული მასალა, რომ მისი წაშლა საჭირო აღარაა. შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ მუშაობა.:)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 15:51, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ამ სტატიის უდიდეს ნაწილს წყაროდ აქვს საგაზეთო სტატია, რომელშიც წერია თუ არა ეს ტექსტი, უნდა გადავამოწმო :) გიო ოქრო 16:07, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეგ და დანარჩენი ბმულები ჩემი სიზმრის ვიკივერსიაა. კარგად გადაამოწმე წერტილი და მძიმე არ გამოგრჩეს.;)--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 16:12, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვნახავ და რაც არ ეწერება, ამოვიღებ. გიო ოქრო 16:13, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

@მომხმარებელი:გიორგი ჩუბინიძე მზია ჩხეტიანი (დ. 10 მაისი, 1940, ღვირიში, ცაგერის რაიონი) — რომელი წყაროდან არის შემოტანილი? სტატია 2015 წელს არის შემოტანილი, მაგრამ ამჟამად ვნახეთ, ამიტომ უნდა დარჩეს ბლოგიდან გადმოკოპირებული სტატია? --ცანგალა/ 16:52, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ყოჩაღ გიორგი კეკელიძე დროულად შეიტანა. 🙄-ცანგალა/ 18:11, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ამჯერად არც მე და არც გიორგი კეკელიძეს არ შგვიტანია, მაგრამ ნამდვილად კარგია რომ შევიდა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 18:32, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე: რადგანაც პირადად მომწერე, ამიტომ მეც პირადად გპასუხობ: იმედია როგორც Lib.ge (შემქმნელი გიორგი კეკელიძე) „მუშაობს ამჟამად“ მაგ. იხ. აბუ საიდი, გოდერძი ჩოხელი, ვახტანგ კოტეტიშვილი და ა. შ. , მომავალში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოგრაფიული ლექსიკონს იგივე ბედი არ დაემართება. ისე ვიკიპედიაში სტატია Lib.ge წაშლის კანდიდატი იყო იხ. განხილვა:Lib.ge 🙄--ცანგალა/ 20:38, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Zangala: ბიოგრაფიულ ლექსიკონში მხოლოდ გიორგი კეკელიძე არ მუშაობს და თან მითუმეტეს ამდენ ბიოგრაფიას პირადად ის არ ამატებს. ეს ეროვნული ბიბლიოთეკის პროდუქტია, რომლიც არაა კერძო საკუთრება, ამიტომ მისი გაუქმება არ მოხდება. Lib.ge-ზე პასუხს ვერ გაგცემ, არ ვიცი ამ პროექტიდან რა და როდის შემოვიდა, 2008 წელს დაწერილი სტატიაა და იმ დროს მე-8 კლასში ვიყავი. ვიკიპედიაში 2013 წლიდან ვარ.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 22:12, 3 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@გიორგი ჩუბინიძე: უკვე დიდი ბიჭი ხარ. ყველა პერიოდის შეფასებაც შეგიძლია: ვარდების რევოლუციის, სადაც 9 წლის იყავი და მეორე მსოფლიო ომის, სადაც ჯერ დაბადებული არ იყავი. ამიტომ Lib.ge შეფასებაც უნდა შეგეძლოს, რომელიც 2007 წელს არის დაწერილი. ვიკიპედიაში ყოფნას მნიშვნელობა არ აქვს. წარმატებები. --ცანგალა/ 09:31, 5 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]