განხილვა:ლონდონის დიდი ხანძარი
ძალიან კარგი სტატიაა. ალბათ რჩეულობაც ღირს. ორი შენიშვნა მაქვს:
- ქვეთავი „შედეგი“ არასწორადაა დასათაურებული. შედეგებზე მისი წინა ქვეთავი საუბრობს (ნგრევა და დაღუპულები). „შედეგის“ ქვეთავში კი საუბარია ხანძრის შემდგომ მოვლენებზე: გამოხმაურება, რეაქციები, რეკონსტრუქცია. ინგლისურ სტატიაში (რომელიც პროტოტიპია ქართულის) ქვეთავს ჰქვია Aftermath. ქართული შესატყვისი ვერ მოვიფიქრე ზუსტი, მაგრამ ვფიქრობ შემდგომი მოვლენები შეიძლება დავარქვათ. უკეთესი ვარიანტი თუ იქნება, კარგია...
- ლიტერატურის სია თარგმნილი არ უნდა იყოს, თანამედროვე აკადემიურ სტანდარტებში მიღებულია, რომ ვტოვებთ ორიგინალში. ეს ლოგიკურიცაა; მაგალითად, მე თუკი დავინტერესდი სტატიაში მითითებული ერთ-ერთი წყაროთი (მაგ. ტინისვუდი, ედრიენ (2003). ზეცის ნებით: ლონდონის დიდი ხანძრის ამბავი.), მისი ძიება უნდა დავიწყო ორიგინალური სათაურით და არა თარგმნილით, რადგან არცერთი ბიბლიოთეკა თავის ბაზაში ამ ერთეულებს თარგმნილი სათაურებით არ შეიყვანს.
სხვა შენიშვნები არ მაქვს :). Deu. 08:01, 20 დეკემბერი 2016 (UTC)
- ავტორის და სათაურების ინგლისურად მითითება ნამდვილად საჭიროა. თუმცა, შეიძლება გვერდით მიეწეროს ქართული თარგმანი. როგორც, მაგალითად, აქ. — UndDerDie (გ) 20:32, 20 დეკემბერი 2016 (UTC)
კარგი იქნება, თუ ამ სტატიას რჩეულის კანდიდატურად წარადგენთ.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:37, 5 სექტემბერი 2017 (UTC)
- @პაატა შ: თითქმის 3 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც გაკეთდა — Saliner ✉ 07:51, 21 მაისი 2020 (UTC)