განხილვა:ლონდონის დიდი ხანძარი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ამჟამად რჩეულის სტატიის კანდიდატია. რჩეული სტატია უნდა განასახიერებდეს ვიკიპედიის საუკეთესო ნამუშევარს, და, შესაბამისად, უნდა პასუხობდეს რამდენიმე კრიტერიუმს. გთხოვთ უყაროთ კენჭი.
ნომინაციის სტატუსის შეცვლისა და დაარქივების შემდეგ ეს თარგი ამოიღეთ.

ძალიან კარგი სტატიაა. ალბათ რჩეულობაც ღირს. ორი შენიშვნა მაქვს:

  1. ქვეთავი „შედეგი“ არასწორადაა დასათაურებული. შედეგებზე მისი წინა ქვეთავი საუბრობს (ნგრევა და დაღუპულები). „შედეგის“ ქვეთავში კი საუბარია ხანძრის შემდგომ მოვლენებზე: გამოხმაურება, რეაქციები, რეკონსტრუქცია. ინგლისურ სტატიაში (რომელიც პროტოტიპია ქართულის) ქვეთავს ჰქვია Aftermath. ქართული შესატყვისი ვერ მოვიფიქრე ზუსტი, მაგრამ ვფიქრობ შემდგომი მოვლენები შეიძლება დავარქვათ. უკეთესი ვარიანტი თუ იქნება, კარგია...
  2. ლიტერატურის სია თარგმნილი არ უნდა იყოს, თანამედროვე აკადემიურ სტანდარტებში მიღებულია, რომ ვტოვებთ ორიგინალში. ეს ლოგიკურიცაა; მაგალითად, მე თუკი დავინტერესდი სტატიაში მითითებული ერთ-ერთი წყაროთი (მაგ. ტინისვუდი, ედრიენ (2003). ზეცის ნებით: ლონდონის დიდი ხანძრის ამბავი.), მისი ძიება უნდა დავიწყო ორიგინალური სათაურით და არა თარგმნილით, რადგან არცერთი ბიბლიოთეკა თავის ბაზაში ამ ერთეულებს თარგმნილი სათაურებით არ შეიყვანს.

სხვა შენიშვნები არ მაქვს :). Deu. 08:01, 20 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

ავტორის და სათაურების ინგლისურად მითითება ნამდვილად საჭიროა. თუმცა, შეიძლება გვერდით მიეწეროს ქართული თარგმანი. როგორც, მაგალითად, აქ. — UndDerDie () 20:32, 20 დეკემბერი 2016 (UTC)[უპასუხე]

კარგი იქნება, თუ ამ სტატიას რჩეულის კანდიდატურად წარადგენთ.--პ.შეთეკაური განხილვაწვლილი 07:37, 5 სექტემბერი 2017 (UTC)[უპასუხე]

@პაატა შ: თითქმის 3 წლის შემდეგ, მაგრამ მაინც გაკეთდაSaliner 07:51, 21 მაისი 2020 (UTC)[უპასუხე]