განხილვა:დიმიტრი სილაქაძე

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატიაში ძირითად ტექსტს ბიბლიოგრაფია რომ 10-ჯერ აღებატება მთლად სწორი არ მგონია. მაგალითად პუბლიკაციები და სალექციო კურსები ამოსაღებია. გიო ოქრო 08:14, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

არანაირად არ არის ამოსაღები. მკვლევარის შესახებ სტატიაში ბიბლიოგრაფიის განთავსება სრულიად ლოგიკური და გავრცელებული პრაქტიკაა, რომელიც მკითხველის ინტერესებს სრულიად შეესაბამება. სტატიის გავრცობაში კი თუ მიიღებ მონაწილეობას, ყოველთვის welcome. :)--— Melberg მიწერა 09:34, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ანუ განსხვავება არ არის აქ მითითებულ და დალინკულ ბიბლიოგრაფიას შორის? :) გიო ოქრო 09:38, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და რატომ უნდა იყოს? :) ბიბლიგორაფია ბიბლიოგრაფიაა. — Melberg მიწერა 09:43, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Melberg „რატომ უნდა იყოს“ რა შუაშია ვერ მივხვდი. :) იქ მოცემულია გამორჩეული ნაშრომები თავისი ბმულებით. და ესე იგი ამის გადმოტანა ქართულ ვიკიპედიაში შეიძლება? — http://science.org.ge/old/members/BioBibliografia/Leo%20Gabunia-n.pdf :D გიო ოქრო 09:47, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ის ბლოგპოსტიც ამოსაღებია ინფოდაფიდან. გიო ოქრო 09:53, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
და ტექსტი რომ სამი წინადადება უნდა იყოს, მაგასაც მთლად ვერ ასრულებს. :) გიო ოქრო 09:55, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

შემოიტანე, მე არ მაქვს პრობლემა. თუ მკითხველის საუკეთესო ინტერესში ჯდება - კი. არც ბლოგია ამოსაღები.--— Melberg მიწერა 09:54, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

პრობლემა არც მე მაქვს პირადად ნამდვილად. უბრალოდ ამის გამართლებას ცდილობ საერთოდ განსხვავებული მაგალითის მოყვანით. ვიკიპედია არ არის ყველაფრის საცავი (ეს ვიცით), სადაც ავტორის მთლიან ბიბლიოგრაფიას მოვუყრით თავს. უნდ იყოდ მხოლოდ ძირითადი ნაშრომები. გიო ოქრო 09:56, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე არ ვთვლი, რომ მაქვს სათანადო კომპეტენცია, რომ განვსაზღვრო რა არის ძირითადი ნაშრომი და რა - არ არის. აქედან გამომდინარე, ჩავწერე ის, რისი დამადასტურებელი წყაროც არსებობს. იმის გათვალისწინებით, რომ სტატია ნამდვილად კითხვადია, ბიბლიოგრაფიის ამ სახით დატოვებაში პრობლემას ვერ და არ ვხედავ. რაც შეეხება ბლოგის მითითებას, თარგში არსებობს ველი საიტთან დაკავშირებით. ეს საიტი ბლოგი იქნება, ფბ, თუ ტვიტერი - მნიშვნელობა არ აქვს. — Melberg მიწერა 10:05, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბლოგები ვიკიპედიაში არ მიიღება, ეს ვიცით. საიტში რომ ოფიციალური საიტი ეთითება და არა ტვიტერი, ესეც უნდა ვიცოდეთ წესით. რაც შეეხება ბიბლიოგრაფიას, დასატოვებელია მხოლოდ წიგნები და დანარჩენის გაცნობა მკითხველს შეეძლება მითითებულ ბმულზე. ვიკიპედია არ არის ყველაფრის საცავი, ესეც წესებში წერია. გიო ოქრო 10:10, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ცოდნა და სწორი ცოდნა განსხვავებული რამეა :) ხანდახან, შეიძლება რაღაცა არასწორად იცოდე. — Melberg მიწერა 10:46, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
კი, ალბათ შენ თავს გულისხმობ. :) ბლოგები ვიკიპედიაში არ გამოიყენება. თუკი საწინააღმდეგო არგუმენტი არ გაქვს, ამოვიღებ. ბიბლიოგრაფიაზეც არგუმენტი თუ არ გაქვს მაგასაც ამოვიღებ. კარგი იქნება ძირითად ტექსტს ოდნავ თუ განავრცობ, თორემ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. გიო ოქრო 10:58, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბლოგი ამ შემთხვევაში არ არის ამოსაღები, რადგან ის არ არის მოყვანილი როგორ რაიმეს გასამყარებელი წყარო. რაც შეეხება ბიბლიოგრაფიას, უნდა დარჩეს როგორც არის. არგუმენტად მხოლოდ იმის მოყვანა, რომ ის ძირითად ტექსტზე დიდია მოცულობით, სრული უაზრობაა.--დათო1010 11:11, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ინფოდაფაში ვუთითებთ ოფიციალურ საიტს, აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო. ბლოგი რამდენადაა ოფიციალური საიტი, არ მგონია. არგუმენტად მხოლოდ ტექსტის სიმცირე არ მომყავს. ნორმალურ ვიკიპედიებში ბიბიოგრაფია ეთითება ლაკონურად, ბმულებით. სრული ბიბლიოგრაფია ავტორებისა ხშირად ძალიან დიდია და მხოლოდ მნიშვნელოვანი ნაწილი რჩება ბიბლიოგრაფიის სექციაში. გიო ოქრო 11:15, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
P.S. დანარჩენი (ანუ სრული სია) დაინტერესებულს შეუძლია მოიპოვოს შესაბამის გვერდზე. გიო ოქრო 11:16, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ბიბლიოგრაფიის შეკვეცა პრევენციულად - ასეთი რამე პირველად მესმის. როდესაც გახდება იმდენად დიდი, რომ მკითხველის ინტერესებიდან გამომდინარე მისი ამოღება ან ცალკე სტატიად დაწერა გახდება აუცილებელი, ამაზე თავის დროზეა სამსჯელო. — Melberg მიწერა 11:18, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეს ბიბლიგრაფია სამხატვრო მწერალზეა, სადაც ნაწარმოებებზე სტატიებიც არსებობს. კატეგორიაში სამეცნიერო ბიბლიოგრაფია სამწუხაროდ ვერ ვიპოვე. იქნებ მიმითითო. გიო ოქრო 11:21, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@გიო ოქრო: რატომ გგონია, რომ მითითებული ბიბლიოგრაფია არ არის სწორედ ის მნიშვნელოვანი ნაწილი რომელზსაც ძალიან ხშირად ახსენებ. რითი განისაზღვრება მათი მნიშვნელობა, რაოდენობით? ორი და სამი თუ იქნება მნიშვნელოვანია და 10 არ შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს? ძალიან არასწორი არგუმენტებით საუბრობ. ძირითადი ტექსტის გავრცობა თუ გსურს შეგიძლია მიხედო, მაგრამ მანდ მეტი არაფერი ამოსარები არაა. პ.ს. ინფოდაფაში ოფიციალური საიტი იქნება მითითებული, ბლოგი თუ სოციალურ ქსელი მაგაზე არანაირი შეზღუდვა არაა.--დათო1010 11:23, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
მე ბიბლიოგრაფიის მითითება მესმის ისე, როგორც მითითებულია აკაკი შანიძე-ში ან ივანე ჯავახიშვილი-ში. ავტორის მთლიანი ბიბლიოგრაფიის ასე ჩამოწერა (ასეთ მცირე ტექსტთან შედარებით, როდესაც ავტორის აკადემიურ საქმიანობაზე ძალიან გაკვრითაა ახსნილი) მიმაჩნია, რომ ვიკიპედიას აქცევს მონაცემთა ბაზად (საცავად), რაც ძირითად პრინციპებშიც არ ჯდება. მე აქამდე არ მინახავს, რომ სადმე სტატიაში ბლოგი მიგვეთითებინოს საიტად. არგუმენტები მოყვანილია და მეტის გაგრძელებას აღარ ვაპირებ. გიო ოქრო 11:28, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
გამახსენდა პაატა გუგუშვილი--ცანგალა/ 17:48, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
ეგეც და ედიშერ ჭელიძე — ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რასაც ვამბობ. გიო ოქრო 19:06, 21 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

განხილვის გვერდებზე წარმოებული დიალოგისა და დისკუსიის შედეგი მხოლოდ და მხოლოდ კონსენსუსი უნდა იყოს და არა დაპირისპირება. ვიკიპედიაში ბიბლიოგრაფიის, დისკოგრაფიისა და ფილმოგრაფიის ოდენობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. აქ საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ სტილზე, რომლის დარღვევის შემთხვევაში იქმნება სპეციალური გვერდი → en:Jorge Luis Borges bibliography. ბიბლიოგრაფიის შეზღუდვა პარალელურად ამისა, ფილმოგრაფიასა და დისკოგრაფიის შეზღუდვასაც უნდა ნიშნავდეს, რაც ყოვლად დაუშვებელია. პირობითად, მკვლევარს აქვს 35 სამეცნიერო ნაშრომი, მსახიობს 150 კინო-როლი, რას ვაკეთებთ ? ერთს ვწერთ, ხოლო მეორეს არა?! ბიბლიოგრაფია მკვლევრის ილუსტრაციაა. გუგუშვილის შემთხვევაში აგებულების სტილი ირღვევა და ამით სპეკულირება არგუმენტს მოკლებულია. გუგუშვილის სტატია მე დავამუშავე თავის დროზე და ბიბლიოგრაფიის ნაცვლად მასზე ინფორმაცია შევიტანე. თუკი დადგა აუცილებლობა, შეგვიძლია ცალკე სტატია შევქმნათ → პაატა გუგუშვილის ბიბლიოგრაფია. @Melberg:-ის სტატია ძალიან მაგონებს აი ამ სტატიას → en:Louis Vivien de Saint-Martin — ერთი წინადადება და ვრცელი სია. ვიკიპედიაში ამის პრაქტიკა არსებობს. ასე რომ, ბევრი ლაპარაკი ამას არ უნდა, საკმაოდ გამოითქვა მოსაზრებები და გასაგებია ყველაფერი. - OTOGI Messages 11:04, 23 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]

ბიბლიოგრაფია მეცნიერის ბიოგრაფიის ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია, შესაბამისად მისი სრულყოფილად არსებობა სტატიაში ძალიან მნიშვნელოვანია. დაიბადა, ისწავლა, მიიღო განათლება, იკვლევს... მეტი რა უნდა განავრცო მეცნირის ბიოგრაფიაში? ბიბლიოგრაფიაა მისი ბიოგრაფიაც. მის რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა.--გიორგი ჩუბინიძე განხილვაწვლილი 11:52, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]
@Otogi: იხ. განხილვა:მამუკა ლორია ე. ი. სისტემაშია მოსაყვანი და არა „სიმახინჯეა. ამოსაყრელია.“--ცანგალა/ 12:08, 25 თებერვალი 2021 (UTC)[უპასუხე]