განხილვა:ბეთლემი (ჯგუფი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატია თხრობის სტილშია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა კითხვისას, ბაბუა შვილიშვილს რომ უყვება ხოლმე ზღაპარს ძილის წინ ვიღიმი. და კიდევ, თუ საერთოდ წასაშლელი არ არის, სათაური შესაცვლელია, გადატანა უნდა ბეთლემი (ჯგუფი), ან ბეთლემი (როკ-ჯგუფი)-ზე--გიორგი განხილვაწვლილი 05:57, 15 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ჩემი კომენტარის მიზანი არ ყოფილა თქვენში, როგორც ვიკიპედიის რედაქტორში, წერის სურვილის ჩაკვლა. ეს წამითაც არ გაიფიქროთ. თქვენ თუ ასე მიიღეთ, ბოდიში მომიხდია. და თუ თქვენ მეტი იცით, ვიდრე აქ წერია,

ვიკიციტატა
„2001 წლის ზამთარში ჯეიმზი მიემგზავრება კამჩატკაზე დათვებზე სანადიროდ. რუსული ზამთარი და მისი შეუცვლელი ატრიბუტი - არაყი თავის შავ საქმეს აკეთებენ. შედეგად 19 ივლისიდან ჰეტფილდს მოუწია მკურნალობის კურსის გავლა „ალკოჰოლიზმისა და სხვა გატაცებების“ დასაძლევად. ჯგუფის მომავალი ეჭვქვეშ იდგა. პირველად ამდენი ხნის მანძილზე ლარსი და კირკი სერიოზულად ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა ჯგუფს არსებობა შეეწყვიტა. თუმცაღა, 4 დეკემბერს ჯეიმზი კვალვ დაუბრუნდა ჯგუფს და ჯგუფმა გააგრძელა მუშაობა ახალ სიმღერებზე. ჯეიმზი მოითხოვდა ემუშავათ დღეში მხოლოდ ოთხი საათი, დანარჩენ დროს იგი ოჯახს უთმობდა. თუ აქამდე სიმღერებისთვის ტექსტებს მხოლოდ ჯეიმზი წერდა, ახლა ამ პროცესში მთელი ჯგუფი იყო ჩართული. ბას გიტარის პარტიას ასრულებდა მათი მუსიკალური პროდიუსერი ბობ როკი. ალბომზე მუშაობის პროცესი ასახულია 2004 წელს გამოშვებულ დოკუმენტურ ფილმში Some Kind of Monster.“

ვიკიპედია თავისუფალი ენციკლოპედიაა, და გთხოვთ ნუ დაიზარებთ ინფორმაციის ჩამატებას, მხოლოდ ეს არ დაივიწყოთ. მე რა წყაროებიც მოვიძიე, იმის მიხედვით დავწერე, რაც დავწერე და სხვათაშორის, როცა ამ სტატიას ვწერდი, ინგლისურენოვან ვიკიპედიაში (საიდანაც ვთარგმნი ხოლმე ძირითადად სტატიებს) ამ პერიოდზე თითქმის არაფერი იყო ნახსენები. ნუთუ არ ასახავს ზემოთთქმული ჯეიმზისა და შესაბამისად საერთოდ ჯგუფის კრიზისს? ვფიქრობ, ეს დუმილის ცნების საზღვრებს სცდება. იქვე ნახსენებია, რომ ვისაც უფრო დაწვრილებით სურს ამ პერიოდზე ინფორმაცია, შეუძლია იხილოს დოკუმენტური ფილმი Some Kind of Monster.

ახლა რაც შეეხება თქვენს სტატიას, თუ სტილს, მე არ მინდოდა ასე კონკრეტულად ჩაძიება, მაგრამ იქ მრავლადაა ისეთი ფრაზები და წინადადებები, რომელიც არ ჯდება ენციკლოპედიის სტილში.

დამატებით

მივყვეთ თავიდან:

1.

ვიკიციტატა
„როკ–ჯგუგ ″ბეთლემის″ ისტორია საქართველოს ერთ პატარა, ხალხითა და ბუნებით ლამაზ რეგიონში – ქედის რაიონში (ახლანდელი ქედის მუნიციპალიტეტი) 70–იანი წლების ბოლოსა და 80–იანი წლების დასაწყისში იღებს სათავეს“

ეს ორიგინალურ გამოკვლევას გავს. ხალხითა და ბუნებით ლამაზ რეგიონში – ქედის რაიონშიო რო წერთ, იქნებ მე სულაც არ მომწონს მისი ბუნება და ხალხი უფრო მეტად (სიტყვაზე). ამას ჯობია მიუთითოთ ბმული ქედის მუნიციპალიტეტი და განაგრძოთ სტატიის წერა. თუ ვინმე დაინტერესდება, როგორია იგი, გადავა ამ ბმულის საშუალებით და იხილავს. შეგახსენებთ, ვიკიპედია არ არის საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის ადგილი. დაიცავით ნეიტრალური თვალსაზრისი.

2.

ვიკიციტატა
„მაშინდელ დაბა ქედაში, რომელიც რაიონის ძირითადი ადმინისტრაციული ცენტრი იყო, ადგილობრივი კომუნისტური ″მონსტრი″ – კომპარტიის რაიონული კომიტეტი მმართველობდა.“

არ რას ნიშნავს კონკრეტულად "კომუნისტური ″მონსტრი″"? უნდა წეროთ გასაგები ენით. იქნებ ზოგი (და ასეთი ბევრია თქვენი თაობის ხალხში განსაკუთრებით) სულაც არ თვლის მაშინდელ მმართველებს "მონსტრებად"? ჰო, ეხლა ვიცით რომ კომუნისტური იდეოლოგია არ იყო სწორი, მაგრამ "მონსტრი" ნამეტანია (ჩემი და კიდევ ალბათ მრავალის მოსაზრებით).

3.

ვიკიციტატა
„მალე მათ ამ შეკრებებზე გაჩნდა გიტარაც, შემდეგ – მიბაძვა, შემდეგ კი ... უსაზღვრო ოცნება!“

გინახიათ სადმე ენციკლოპედია ასეთი ემოციებით სავსე?

4.

ვიკიციტატა
„ინფორმაციების გენერატორი“

შეიძლება იყოთ იდეების, მაგრამ არა ინფორმაციების გენერატორი. ინფორმაცია ობიექტურ სინამდვილეს ასახავს.

5.

ვიკიციტატა
„ამ კუთხით მეორე უძლიერესი იმპულსი იყო ცოცხლად აჟღერებული ელექტრო – გიტარის „მაგიური“ ხმის გაგონება“

ვფიქრობ, აქაც ოდნავ გადაჭარბებულ ემოციებთან გვაქვს საქმე.

6.

ვიკიციტატა
„ინსტრუმენტები, რომლებიც საკმაოდ „არქაული“ ხასიათისა იყვნენ (ხმის ხარისხზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია!)“

ისევ ზედმეტი ემოციები...

7.

ვიკიციტატა
„თუმცა... როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებებმა ცხადყო, ახალი ჯგუფის შექმნამდე, ბედისწერის თუ ათასგვარი გარემოებების, დაბრკოლებების გამო, კიდევ არაერთ წყალს უნდა ჩაეარა. მოდით, მოივყვეთ ამ მოვლენებს.“

აი ეს არის, ის "თხრობის სტილი" რაზედაც ზემოთ მქონდა საუბარი. ეს არაა ენციკლოპედიური სტილი. "კიდევ არაერთ წყალს უნდა ჩაეარა. მოდით, მოივყვეთ ამ მოვლენებს" გასაგებია რომ კიდევ რაღაცის თქმას აპირებთ, მაგრამ ასე არ უნდა დაიწყოთ.

ის კიდევ, რომ თქვენ მეტალიკის კონცერტზე პირველ რიგებში იყავით, თემასთან რა კავშირშია, ვერ მესმის. უფრო მეტი გაიგეთ მისი ისტორიის შესახებ?

პ.ს. ყველაფერი ზემოთთქმული მხოლოდ რჩევებია სამომავლოდ და საწყენად არ უნდა მიიღოთ. (თქვენს კომენტარში კი იგრძნობოდა წყენა...) ვიკიპედია არის ინტერნეტ-ენციკლოპედია, რომელიც ერთობლივი ძალებით იქმნება. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ დახმარების თხოვნით მიმართოთ ნებისმიერ აქტიურ რედაქტორს (თუნდაც მე), და დარწმუნებული ვარ, უარს არავინ გეტყვით. --გიორგი განხილვაწვლილი 12:21, 17 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მივიღე თქვენი შეტყობინება (მიუხედავად იმისა, რომ სხვაგან დაწერეთ და ეხლა ის გვერდი წაშლილია). სიამოვნებით დაგეხმარებით მედია მასალების განთავსებასა თუ ინფოდაფის გამართვაში. მანამდე კი, ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე სტატიაში (შეგიძლიათ იხილოთ ისტორია). თუ რაიმე არ მოგეწონებათ, შეასწორეთ.

პ.ს. სათაური გადავიტანე ბეთლემი (ჯგუფი)-ზე, (თუმცა გადამისამართება როკ–ჯგუფი ″ბეთლემი″‎-დან დარჩა). ასე უფრო მართებულია.

პატივისცემით,--გიორგი განხილვაწვლილი 07:00, 19 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან ჯგუფ „ბეთლემის“ სტატიის რედაქტირების გამო.

უპირველესად, დიდი მოადლობა მინდა გითხრათ ჩემის სტატიის, ვიკიპედიაში ჯგუფ „ბეთლემის“ სტატიის რედაქტირებისადმი თქვენი ყურადღებისა და გულისხმიერი მიდგომის, დახმარების გამო. ძალზედ კმაყოფილი და ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ საბოლოო ჯამში გამოიკვეთა სწორი გზა და პოზიცია თანამშრომლობისა. ვფიქრობ, ამ გზის გაგრძელება სასარგებლო იქნება საერთო, ქართული საქმის ასპექტში. გიორგი, ვფიქრობ, ასე ეტაპობრივად თუ ხელს შემაშველებთ ტექსტის რედატირებაში, საბოლოო ჯამში სრულყოფილ და დახვეწილ შედეგს მივიღებთ. მომავალ რამდენიმე დღეში დავამთავრებ ტექსტის აკრებას, აქედან მიყოლებული კი დგება ის ეტაპი, რაც ტექნიკურად ჩემთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ უნდა გავაკეთო (ფოტო, აუდიო, პრესის კორესპონდენციების მინიშნება და ა.შ.). თქვენი იმედი მაქვს კიდევ ერთხელ! ერთი რამ კიდევ მინდა გკითხოთ. ჯერ კიდევ ვერ გავარკვიე, სად და როგორ უნდა მოგწეროთ პირდაპირ თქვენი რჩევებისათვის. პატივისცემითა და ყოველივე კარგის სურვილებით თქვენს ნებისმიერ წამოწყებასა და ცხოვრებაში, ჯუმბერ ბოლქვაძე, მადრიდი, 20.08.2010 — Dudukedeli9 22:08, 19 აგვისტო 2010 (UTC)

მეც მოხარული ვარ თქვენს გამო და იმის გამო, რომ ვიკიპედიამ არ დაკარგა ერთერთი პოტენციურად აქტიური მომხმარებელი (მარტო ბეთლემზე ხომ არ აპირებთ გაჩერებას, არაა? ვიღიმი). მიმოწერისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი განხილვის გვერდი, რომელიც ხელმოწერაშიც ჩანს, მაგრამ გაითვალისწინეთ, თუ თქვენ მომწერთ, პასუხს ჩემს განხილვის გვერდზე დავწერ.--გიორგი განხილვაწვლილი 05:34, 20 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიას დავუმატე კატეგორიები (ვიკიპედიის წესები ითხოვს). ტექსტის აკრეფას რომ დაასრულებთ, კიდევ (ალბათ)რამდენიმეს დავამატებ. ჩემი თხოვნა იქნება, თქვენი ნებისმიერი ტექსტი მათ ზემოთ განათავსოთ.--გიორგი განხილვაწვლილი 06:09, 20 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მცირეოდენი ცვლილებები შევიტანე სტატიაში. ვფიქრობ, იდეურად ასე უფრო გამართლებულია--გიორგი განხილვაწვლილი 20:27, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

დისკოგრაფია?[წყაროს რედაქტირება]

როგორც მივხვდი, ალბომი მაინც ერთია, არა? მაინც ალბათ შეიძლება აქვე სტატიაში შევადგინოთ დისკოგრაფია ასეთი იერარქიით:

- ალბომი
--ალბომის სახელწოდება
- სხვადასხვა სიმღერა
-- სიმღერების ჩამონათვალი (როგორც ვხვდები, რაც არ შევიდა ალბომებში)
- მუსიკალური ვიდეოები
-- მუსიკალური ვიდეოების ჩამონათვალი

მომავალში შეიძლება ალბომზეც დაწეროს სტატია ცალკე + დაგვეხმარება აგერ ავტორიც (ყდა, ზუსტი პერსონალი, სიმღერების სია და ა.შ.) — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 11:16, 9 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

დისკოგრაფიის სექცია სჭირდება, გეთანხმები.--გიორგი განხილვაწვლილი 11:22, 9 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რომელი წყაროს დახმარებითაა ეს სტატია დაწერილი? დამაინტერესა--გოტა (მომწერე) 19:49, 2 თებერვალი 2011 (UTC)[უპასუხე]

კატეგორიების შესახებ[წყაროს რედაქტირება]

ჰენრი, კატეგორია:მძიმე მეტალ ჯგუფებისა და კატეგორია:მძიმე როკ-ჯგუფების ამოღების მიზეზი თუ შეიძლება, რომ დაწერო. მე კატეგორიის პროგრესული მეტალ-ჯგუფების დამატებასაც კი ვფიქრობდი... ეს ჩემი აზრით.— G.G. 12:51, 21 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

მანდ ქვეკატეგორიებში არ უნდა გავუშვათ? ქვეყნის მიხედვით? თუ ვცდები, დავაბრუნებ. --Henry McClean განხილვაწვლილი 13:00, 21 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]
აა, კატეგორია:ქართული როკ-ჯგუფების კატეგორია რომ არის ჩასმული? მაგაში მართალი ხარ, მაგრამ მაშინ უფრო მართებული იქნებოდა მჯდარიყო კატეგორია:ქართული მძიმე როკ-ჯგუფები, რომელიც შესაქმნელია , კატეგორია:ქართული მძიმე მეტალ-ჯგუფები, კატეგორია:ქართული პროგრესული როკ-ჯგუფები და ა.შ. მე ახლა არ მცალია სამაგისოდ, ჯერ იყოს ასე. — G.G. 13:32, 21 აპრილი 2014 (UTC)[უპასუხე]

თარგთან დაკავშირებით[წყაროს რედაქტირება]

რა ხანია სტატიაშია ჩასმული თარგი: მიკერძოებული. თუკი სტატიაში არსებული გარკვეული სახის ტექსტები არღვევენ ვიკიპედიის პრინციპებს, ამოვშალოთ ის ტექსტები. მოდი ასე ვიტყვი, საკმაოდ საჭირო სტატიაა და ვფიქრობ, აჯობებს ამ თარგს რამე მოვუხერხოთ. - ოთოჯი განხილვა 10:49, 28 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მე ვშლი, ოთო, ნელ-ნელა, შეგიძლია გადახედო ბოლო ისტორიას. :) ეს დღეები ბითლზს და სხვა რაღაცეებს რომ გაკეთებდი, აღარ მიმიხედავს, არა და ამ სტატიის დასუფთავება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩემთვის. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:59, 28 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]

კი ვიცი ჰენრი, ვადევნებ თვალს. რამდენჯერ არ შევიხედე სულ ეს თარგი მხვდება თვალში და ამიტომ დავწერე :). - ოთოჯი განხილვა 11:11, 28 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]
იმდენი მიკერძოებულობა არის, რომ კიდევ დიდ ხანს იქნება, უბრალოდ ახლა subst-lს ვერ ჩავსვამ, ზუსტად არ ვიცი, დავუთმობ თუ არა 1 კვირას. --Henry McClean განხილვაწვლილი 11:20, 28 მაისი 2014 (UTC)[უპასუხე]