განივი ტალღა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრტყელი განივი ტალღა.
სინათლე არის განივი ტალღის მაგალითი.
სფერული განივი ტალღის გავრცელება ორგანზომილებიან ბადეზე.

განივი ტალღა არის ტალღა, რომელშიც რხევის მიმართულება ტალღის გავრცელების (ენერგიის გადატანის) მიმართულების მართობულია.

თუ რეზინის ზონარის ერთ ბოლოს დავამაგრებთ, ხოლო მეორეს ხელში დავიჭერთ და ვერტიკალური მიმართულებით ზევით-ქვევით ვამოძრავებთ, მაშინ ზონარში შეიძლება დავიმზიროთ განივი ტალღების გავცელება. ასეთივე ტალღების აღძვრა შეიძლება თუ ზონარის თავისუფალ ბოლოს ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვარხევთ ზონარის მართობულად. ანუ, განხილულ ტალღაში რხევა შეიძლება სრულდებოდეს ორი სხვადასხვა მიმართულებით (თუ ზონარი რაჭიმულია x-ღერძის გასწვრივ, მაშინ რხევა შეიძლება სრულდებოდეს როგორც y, ასევე z ღერძის პარალელურად). ასევე, თუ ხელს ვამოძრავებთ წრეზე საათის ისრის (ან საპირისპირო) მიმართულებით, მაშინ ზონარში გავცელდება იგივე მიმართულების სპირალური ტალღა. იმის გამო, რომ ზონარში ტალღის გავრცელებისას რხევა შეიძლება სრულდებოდეს ორი სხვადასხვა მიმართულებით (ან მათი გარკვეული კომბინაციით, როგორც სპირალურ ტალღაში) ამბობენ, რომ ზონარში ტალღები არის ორგანზომილებიანი. ორგანზომილებიანი განივი ტალღები ხასიათდება მოვლენით, რომელსაც პოლარიზაცია ეწოდება. ზემოტ განხილულ მაგალითში, ზევით-ქვევით ხელის მოძრაობით გამოწვეული ტალღა არის წრფივად პოლარიზებული, ხოლო ხელის წრიულად მოძრაობით გამოწვეული ტალღა წრიულად პოლარიზებული. ამ ორ მდგომარეობას შორის საშუალედო მდგომარეობას ელიფსური პოლარიზაცია ეწოდება.

ელექტრომაგნიტური ტალღა ასევე არის ორგანზომილებიანი განივი ტალღა, და შესაბამისად იგივე თვისებებით ხასიათდება (თუმცა ამის ილუსტრირება გაცილებით ძნელია).

მაგალითები[რედაქტირება]

განივი ტალღების მაგალითებია S ტიპის სეისმური ტალღა და ელექტრომაგნიტური ტალღა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]