გრძივი ტალღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრძივი ტალღა არის ტალღა, რომელშიც ტალღის გავრცელების მიმართულება (ნაწილაკების) ვიბრაციის მიმართულების პარალელურია. მექანიკურ გრძივ ტალღებს ხშირად კუმშვად ტალღებადაც მოიხსენიებენ.

ბრტყელი წნევის ტალღა
ორგანზომილებიან ბადეზე გრძივი ტალღის გავრცელების ილუსტრაცია.

არაელექტრომაგნიტური გრძივი ტალღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძივი ტალღის მაგალითებია ბგერითი ტალღა და სეისმური P-ტიპის ტალღა.

ბგერითი ტალღა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძივი, ჰარმონიული ბგერითი ტალღის სიხშირე და ტალღის სიგრძე აღიწერება ფორმულით

სადაც:

  • y არის რაიმე წერტილის გადახრა ბგერით ტალღაში;
  • x არის მანძილი, რომელიც წერტილმა გაიარა ტალღის წყაროდან;
  • t არის დრო;
  • y0 არის რხევის ამპლიტუდა;
  • c არის გავცელების სიჩქარე; და
  • ω არის ტალღის კუთხური სიხშირე.

ჩვეულებრივი სიხშირე f, რომელიც იზომება ჰერცებში, კუთხური სიხშირის მეშვეობით შემდეგი ფორმულის მეშვეობით შეიძლება ვიპოვოთ

ბგერითი ტალღისთვის ტალღის ამლიტუდა არის ტალღის გავცელებისას წნევის შეუშფოთებელ მნიშვნელობასა და მაქსიმალურად შეშფოთებულ მნიშვნელობას შორის სხვაობის მოდული.

ბგერის გავრცელების სიჩქარე დამოკიდებულია გარემოზე, რომელშიც ტალღა ვრცელდება და ტემპერატურაზე.

ელექტრომაგნიტური გრძივი ტალღები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაქსველის განტოლებების მიხედვით ვაკუუმში შეიძლება ვრცელდებოდეს ელექტრომაგნიტური ტალღა, რომელიც განივ ტალღას წარმოადგენს.[1] თუმცა, გარემოში, მაგალითად პლაზმაში შეიძლება არსებობდეს როგორც განივი, ასევე გრძივი, ან/და შერეული ტიპის ელექტრომაგნიტური ტალღები.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 David J. Griffiths, Introduction to Electrodynamics, ISBN 0-13-805326-X
  2. John D. Jackson, Classical Electrodynamics, ISBN 0-471-30932-X.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]