გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაეროს გა
რეზოლუცია 68/262
თარიღი 27 მარტი 2014
სხდომა № 80
კოდი A/RES/68/262 (დოკუმენტი)
თემა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია
კენჭისყრა
მომხრე: 100
წინააღმდეგი: 11
თავი შეიკავა: 58
არ ესწრებოდა: 24
შედეგი მიღებულია

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 68/262 მიიღეს 2014 წლის 27 მარტს, გაეროს 68-ე სხდომაზე რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის საპასუხოდ. არასავალდებულო რეზოლუციამ, რომელსაც მხარი 100-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ვალდებული გახადა გაეროს გენერალური ასამბლეა ეღიარებინა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და არ ეღიარებინა ყირიმის რეფერენდუმი. თერთმეტმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი რეზოლუციას, 58-მა თავი შეიკავა, ხოლო 24-ის წარმომადგენელი უბრალოდ არ იყო სხდომაზე.

რეზოლუცია შეადგინეს და წარმოადგინეს კანადამ, კოსტა-რიკამ, გერმანიამ, ლიეტუვამ, პოლონეთმა და უკრაინამ.[1] რეზოლუციას წინ უძღოდა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წარუმატებელი ცდები, რომელმაც მოიწვია შვიდი სხდომა ყირიმის კრიზისის გადასაწყვეტად. წინააღმდეგობა ამას რუსეთის ვეტომ გაუწია.[2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "UN General Assembly adopts resolution affirming Ukraine's territorial integrity". Xinhua. 28 March 2014.
  2. "Backing Ukraine’s territorial integrity, UN Assembly declares Crimea referendum invalid". UN. 27 March 2014.