გადაეთერება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გადაეთერება — რთული ეთერების ალკოჰოლიზის (I), აციდოლიზისა (II) და ორმაგი მიმოცვლის (III) რეაქციების საერთო სახელწოდება:

გადაეთერების კატალიზატორებია მჟავები, ზოგიერთი მეტალის მარილი და ფუძეები. გადაეთერებით შესაძლებელია ისეთი სპირტების (მაგ., მენთოლი) რთული ეთერების მიღება, რომლებიც პირდაპირ ეთერიფიკაციას არ განიცდიან.

(I) RCOOR'+R''OHRCOOR''+R'OH

(II) RCOOR'+R''COOHR''COOR'+RCOOH

(III) RCOOR'+R''COOR'''RCOOR"'+R''COOR'

გადაეფერებას ფართოდ იყენებენ პრეპარატულ ორგანულ ქიმიაში და მრეწველობაში. მაგ., დიმეთილტერეფთალის ეთილენგლიკოლით გადაეთერების დროს Zn და Co აცეტატის თანაობისას მიიღება ბის-β-ოქსიეთილტერეფთალატი, რომლის გახურებით ვაკუუმში ღებულობენ პოლიეთილენტერეფთალატს. გადაეთერაბა პოლიკარბონატების მიღების ერთ-ერთი ხერხია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]