გაბი ესპინო
| გაბი ესპინო María Gabriela Espino Rugero |
|
გაბი ესპინო ტელენოველიდან Más Sabe el Diablo |
|
| დაბადების სახელი | მარია გაბრიელა ესპინო რუხერო |
| დაბადების ადგილი | კარაკასი, |
| დაიბადა | 15 ნოემბერი, 1978 |
| საქმიანობა | მსახიობი მოდელი |
| შემოქმედების წლები | 1996–დღემდე |
| მეუღლე(ები) | კრისტობალ ლანდერი (2007-2011) ხანკარლოს კანელა (ამჟამად) |
მარია გაბრიელა „გაბი“ ესპინო რუხერო (დ. 1978 წლის 15 ნოემბერს)[1] — ვენესუელელი მსახიობი და მოდელი. ყველაზე უკეთ ცნობილია თავისი როლებით ტელენოველებში.
დაიბადა კარაკასში, ინჟინერ-ქიმიკოსისა და პუბლიცისტის ოჯახში.[2] გაბი ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მშობლები გასცილდნენ. ხუთ და-ძმას შორის იგი უფროსია. ჰყავს ერთი და, ორი ნახევარძმა მამის მხრიდან და ერთ ნახევარდა დედის მხრიდან.
ცხოველებისადმი განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გაბი თავდაპირველად გეგმავდა ვეტერინარი გამოსულიყო. მოგვიანებით გადაწყვიტა, ოდონტოლოგია შეესწავლა, მაგრამ აზრი შეიცვალა და საზოგადოებრივი ურთიერთობების შესწავლა დაიწყო, სანამ მსახიობობას გადაწყვეტდა.[3]
2007 წლის 14 ივნისს გაბი ესპინო ვენესუელელ მსახიობ კრისტობალ ლანდერზე დაქორწინდა. 2008 წლის 9 ივლისს მათ პირველი ქალიშვილი ორიანა შეეძინათ.[4]
2009 წელს, Mas Sabe el Diablo-ს გადაღებებისას ესპინომ კავშირი გააბა პარტნიორ მსახიობ ხენკარლოს კანელასთან. 2010 წლის დასაწყსში გაბი და ლანდერი გაიყარნენ. გავრცელებული ხმების თანახმად, ამის მიზეზი კანელა იყო, მაგრამ მათ ეს ამბავი სასტიკად უარყვეს და აღნიშნეს, რომ მხოლოდ მეგობრები იყვნენ.[5]
2010 წლის ნოემბერში ესპინო და ლანდერი შერიგდნენ, მაგრამ 2011 წლის მარტში კვლავ გაიყარნენ, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ჭორები ესპინოს კანელასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით.[6][7]
2011 წლის სექტემბერში, ესპინომ და კანელამ სოციალურ ქსელ ტვიტერის საშუალებით მათი ურთიერთობა დაადასტურეს და განაცხადეს, რომ პირველ ბავშვს ელოდებიან.[8]
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Account in"IMDB-BG.NET
- Official "Más Sabe el Diablo" Website
- Official "El Rostro de Analía" Website
- Telemundo Website
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ Birthday - , | List of Celebrities & their Date of Birth @. Celebritorium.com. წაკითხვის თარიღი: 2011-06-05.
- ↑ Gaby Espino Biography, Bio, Profile, pictures, photos from. Netglimse.com (1976-11-15). წაკითხვის თარიღი: 2011-06-05.
- ↑ Gaby Espino Official Website..
- ↑ http://www.imdb.com/name/nm0260942/bio
- ↑ http://www.peopleenespanol.com/pespanol/articles/0,22490,1954241,00.html
- ↑ http://www.peopleenespanol.com/pespanol/articles/0,22490,2032105,00.html
- ↑ http://www.peopleenespanol.com/pespanol/articles/0,22490,2061849,00.html
- ↑ http://www.peopleenespanol.com/pespanol/articles/0,22490,2092516,00.html