გაბილ იმამვერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბილ იმამვერდიევი
დაბადების თარიღი 12 აგვისტო, 1926(1926-08-12)
დაბადების ადგილი ბაქო
გარდაცვალების თარიღი 4 მაისი, 2007(2007-05-04) (80 წლის)
გარდაცვალების ადგილი ბაქო
საქმიანობა მწერალი და პოეტი
მოქალაქეობა  აზერბაიჯანი
ჯილდოები People’s Poet of Azerbaijan, აზერბაიჯანის სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, აზერბაიჯანის სსრ-ის სახელმწიფო პრემია, დამოუკიდებლობის ორდენი, დიდების ორდენი და შრომითი მამაცობის მედალი
შვილ(ებ)ი Q20560430?

გაბილ ალაჰვერდი ოღლუ იმამვერდიევი (დ. 12 აგვისტო, 1926, ბაქო - გ. 4 მაისი, 2007, ბაქო) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახალხო პოეტი (1992), აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის წევრი 1949 წლიდან, აზერბაიჯანის სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1976).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბილ იმამვერდიევი დაიბადა 1926 წლის 12 აგვისტოს ბაქოში. საშუალო განათლება მიიღო აზერბაიჯანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოსამზადებელ კურსზე და ჩაირიცხა ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე (1944-1948 წწ.). მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის ორწლიანი უმაღლესი ლიტერატურის კურსებს ესწრებოდა. მუშაობდა გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებაში“ პოეზიის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „აზერბაიჯანის“ რედაქციაში პოეზიის ლიტერატურის მუშაკად და მთავარი რედაქტორის მოადგილედ (1975-1979 წწ.). აზერბაიჯანის მწერალთა კავშირის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე იყო.

გარდაიცვალა 2007 წლის 4 აპრილს ბაქოში. იგი დაკრძალეს ღირსების პირველ ხეივანში.[1] 2016 წელს, "Palmaly" კომპანიების ჯგუფმა დაასახელა 7100 ტონიანი ნავთობის ტანკერი - "POET GABIL". 2017 წელს ეს სახელი გემს ამ ტანკერის მფლობელ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის გადაწყვეტილებით ჩამოართვეს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Şair Qabillə gecikmiş FOTOSÖHBƏT. ციტირების თარიღი: 2013-04-04