ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Subte de Buenos Aires logo.jpg
ბუენოს-აირესის მეტროსსქემა

ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენიარგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის მიწისქვეშა ტრანსპორტის სისტემა. პირველი მეტროსადგურის გახსნა 1913 წელს მოხდა, რაც თავის მხრივ პირველი იყო არამხოლოდ არგენტინაში, არამედ მთელს სამხრეთ ნახევარსფეროში. მეტროს პირველი განვითარება 20-იანი წლებიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომამდე გასტანა, ამის შემდეგ მეტროს განვითარება წყდება და მხოლოდ 1990-იან წლებშიღა განახლდება გაფართოებითი სამუშაოები, როდესაც 4 ხაზი ემატება. ბუენოს-აირესის მეტროპოლიტენი ქვეყანაში ერთად-ერთი მეტროსისტემაა, მიუხედავად ამისა, ქალაქ კარდობას მეტროს პროექტი უკვე დამუშავებულია და მომავალში არგენტინას მეორე მეტროპოლიტენი შეემატება.

ისტორია[რედაქტირება]

ძველი A ხაზის მეტროპოლიტენის ჩასასვლელი

პირველი ხაზი 1913 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა - რაც თავის მხრივ პირველია არამხოლოდ სამხრეთ ამერიკაში, არამედ, მთელს ესპანურად მოლაპარაკე სამხრეთ ნახევარსფეროში. პირველი ოციოდე წლის განმავლობაში მეტროსისტემა დიდი სისწრაფით ვითარდებოდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი მეტროს განვითარება თითქმის შეწყდა. თავდაპირველად მეტროს ხაზებს სხვადასხვა კომპანია ფლობდა; მეტროს სრული ნაციონალიზება 1930-იანების ბოლოსღა მოხდა ბუენოს-აირესის სატრანსპორტო კორპორაციის მიერ, რომელიც 1952 წელს ბუენოს-აირესის გენერალურ ადმინისტრაციად გადაკეთდა. 1963 წელს ადმინისტრაცია კომპანია Subterráneos de Buenos Aires მფლობელობაში გადავიდა, ხოლო 1994 წელს კომპანია Metrovías S.A-მ მოახდინა მეტროს საკუთრებაში მოქცევა.

ხაზები[რედაქტირება]

ხაზი B

თანამედროვე მეტროპოლიტენი ექვს ხაზს მოიცავს, რომელთაც A" "B", "C", "D" "E" და "H" ეწოდება. ხაზები სქემაზე სხვადასხვა ფერით არის მოცემული. ხაზების საერთო სიგრძეა 52 კმ. ქალაქს მსუბუქი მეტროს ერთი ხაზიც ემსახურება E2. დღიური მგზავრთა ნაკადი 1.3 მლნ ადამიანია. უქმეებზე მეტროპოლიტენს ხშირად მატარებლების რაოდენობა არც კი ყოფნის. მეტროს გაფართოებაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და 2011 წლისთვის ხაზების საერთო სიგრძე 97 კმ-ს მიაღწევს. მგზავრობის ღირებულება 0.31 აშშ დოლარის ექვივალენტია, რაც უფრო იაფია, ვიდრე საქალაქო ავტობუსის ბილეთი. მეტროში გამოიყენება ბარათები, სადაც თანხაა დარიცხული. მეტრო მუშაობს 5:00-დან 22:45-მდე, და ყოველ 3-6 მოძრაობს.

ბუენოს-აირესის მეტროს ხაზები
ხაზი ფერი გახსნა მარშრუტი ბოლო გაჩერებები სიგრძე /კმ სადგურთა რაოდენობა მგზავრები დღიურად
ხაზი A ცისფერი 1913 Plaza de Mayo-Plaza Miserere Plaza de Mayo-Carabobo 8.5 16 190,000
ხაზი B წითელი 1930 Federico Lacroze-Callao L. N. Alem-de Los Incas/Parque Chas 10.2 15 345,000
ხაზი C ლურჯი 1934 Plaza Constitución-Diagonal Norte Plaza Constitución-Retiro 4.5 9 278,000
ხაზი D მწვანე 1937 Catedral-Tribunales Catedral-Congreso de Tucumán 11.0 16 385,000
ხაზი E იისფერი 1944 Plaza Constitución-Gral. Urquiza Plaza de los Virreyes-Bolívar 9.6 15 104,000
ხაზი F* შვინდისფერი ოფიციალური გახსნის დღე უცნობია Plaza Constitución-Plaza Italia** * 8.6** 13** *
ხაზი G* ნარინჯი ოფიციალური გახსნის დღე უცნობია Retiro-Cid Campeador** * 7.3** 11** *
ხაზი H ყვითელი 2007 Once-Caseros Once-Caseros 3.4 5 10,000
I ხაზი* მდოგვისფერი ოფიციალური გახსნის დღე უცნობია Plaza Italia-Parque Chacabuco** * 6.6** 9** *
* დაგეგმილი ხაზები

** Anexo I from the law 670.

მსუბუქი მეტროს ხაზი

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]