ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი
| ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| ქვეყანა | |
| ქალაქი | |
| გახსნის თარიღი | 2 მაისი 1896 წ. |
| ხაზის სიგრძე | 32,1 კმ. |
| სადგურთა რაოდენობა | 40 |
| ხაზთა რაოდენობა | 3 |
| მგზავრები დღეში | 1 270 000 (სამუშაო დღეებში), 860 000 (საშუალოდ) |
| მგზავრები წელიწადში | 383 მლნ (2006 წ.) |
| ხაზების სქემა | |
ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი (უნგრ. budapesti metró) — უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტის მეტროპოლიტენის სისტემა. შედგება სამი ხაზისგან — აქედან ერთი ძველი და ორი ახალია, რომლებიც ერთ გადასაჯდომ სადგურ „დეაკ ფერენც ტერზე“ იკვეთებიან. ხაზების საერთო სიგრძეა 32,1 კმ; სადგურების რაოდენობა 40. სამუშაო დღეს მეტროს 1 270 000 ადამიანი გადაჰყავს.
ისტორია [რედაქტირება]
ბუდაპეშტს, როგორც უნგრეთისა და ტრნსილვანიის დედაქალაქს, მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული როლი ენიჭებოდა ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში. ქალაქის მზარდ მოსახლეობას ხარისხიანი ტრანსპორტი ესაჭიროებოდა და ჯერ კიდევ 1870 წელს უნგრეთის ეროვნულმა ასამბლეამ მეტროპოლიტენის აშენების გადაწყვეტილება მიიღო.
სადგურების უმეტესობა დუნაის დაბალ ნაპირზე — პეშტშია განთავსებული. მეტროს ძველი ხაზი (უნგრ. Földalatti (ფიოლდალატი — მიწისქვეშა) კონტინენტურ ევროპაში პირველი სრულფასოვანი მეტროპოლიტენია. მეტროს მშენებლობა 1894 წელს დაიწყო გერმანული კომპანიის Siemens & Halske-ის მიერ ქალაქის პეშტის ნაწილში, დიული ანდრაშის გამზირის გასწვრივ. ხაზი 1896 წელს სამშობლოს მოპოვების (უნგრელების დუნაიზე მოსვლა) 1000 წლის იუბილეზე გაიხსნა.
2013 წლისთვის მეოთხე ხაზის აღჭურვა იგეგმება (12 სადგური, მათ შორის, ორი ახალი გადასაჯდომით), შემდგომ კი მეხუთის.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]