ლონდონის მეტროპოლიტენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლონდონის მეტროპოლიტენი
Underground.svg
ინფორმაცია
ქვეყანა დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთ. სამეფო
ქალაქი Лондон.jpg ლონდონი
გახსნის თარიღი 10 იანვარი 1863 წ.
ხაზის სიგრძე 402 კმ.
სადგურთა რაოდენობა 270 (260 საკუთარი)
ხაზთა რაოდენობა 11
მგზავრები დღეში 5,25 მლნ.
მგზავრები წელიწადში 1,268 მლრდ.
ხაზების სქემა
Tubemap.gif

ლონდონის მეტროპოლიტენი, (London Underground ან Tube) — მიწისქვეშა და მიწისზედა მეტროპოლიტენის ხაზების სისტემა ლონდონში (დიდი ბრიტანეთი); უძველესი და ერთ-ერთი უმსხვილესი მსოფლიოში. გაიხსნა 1863 წლის 10 იანვარს. ამჟამად მოიცავს 270 სადგურს, ხაზების საერთო სიგრძეა 402 კმ. ზოგიერთი ძველი სადგური და ხაზი ამჟამად დახურულია. 2007 წელს სისტემა მილიარდ მგზავრს მოემსახურა.

ისტორია[რედაქტირება]

რკინიგზის მშენებლობა დიდ ბრიტანეთში მე-19 საუკუნის დამდეგიდან იწყება. 1854 წლისთვის დედაქალაქ ლონდონის გარეუბნებში უკვე რვა დამოუკიდებელი ტერმინალი იყო: ლონდონ ბრიჯი (London Bridge), იუსტონი (Euston), პედინგტონი (Paddington), კინგს კროსი (King's Cross), ბიშოფსგეითი (Bishopsgate) და ვატერლოო (Waterloo).

იმხანად, მხოლოდ ფენჩარჩ სთრითის სადგური მდებარეობდა ლონდონის აქტუალურ ნაწილში. ქალაქის ცენტრსა და გარეუბნებს შორის სწრაფი დაკავშირების სისტემის შექმნის აუცილებლობა ქუჩების მეტისმეტმა გადატვირთვამ და საცობებმა გამოიწვია. ხსენებული პრობლემის მოსაგვარებლად, ლონდონში მიწისქვეშა რკინიგზის მშენებლობის საკითხი პირველად 1830 წელს დაისვა, თუმცა ამ იდეას ყური ნაკლებად ათხოვეს. 1850 წელს კი მივიწყებული აზრი კვლავ გაიხსენეს და დღის წესრიგში მეტროს მშენებლობა დადგა.

პირველი მიწისქვეშა რკინიგზა[რედაქტირება]

1854 წელს პარლამენტის მიერ მოწონებული აქტით, პედინგტონსა და ფარინგდონის ქუჩას შორის, ქინგს ქროსის გავლით, ე. წ. მეტროპოლიტენის ანუ მიწისქვეშა რკინიგზის აგება დაიწყო, რისთვისაც ახალი ვაგონების დამზადება გახდა საჭირო.

მეტროს ქსელის აგება რამდენიმე წლით უსახსრობის გამო შეჩერდა. ლონდონ-ქალაქის კოოპერაციის იმჟამინდელ ვექილს ჩარლზ პიერსონს რამდენიმე წლიანი ლობირება დასჭირდა მეტროპოლიტენის აშენებისთვის ფინანსების მოსაზიდად. ის ყველანაირად ცდილობდა მიწისქვეშა ტრანსპორტის შესაქმნელად ყველა საფინანსო დაწესებულება დაერწმუნებინა, რათა გადატვირთული ქალაქის ცენტრიდან მგზავრთა ნაკადი გარეუბნებისკენ გადაესროლა, სადაც სწრაფი ტრანსპორტის გაჩენის შემდეგ, ბევრი დაწესებულება გადაინაცვლებდა. ამის მიუხედავად, ის მეტროპოლიტენის უშუალო მშენებლობაში არასდროს ჩართულა და მუდამ გარე დამხმარე ძალად რჩებოდა. დაბოლოს, 1859 წელს მან ლონდონ-ქალაქის კორპორაციის მესვეურნი დაიყოლია მეტროს სქემის შესაქმნელად ფინანსების გამოყოფაზე. სამუშაოები, როგორც იქნა, 1860 წლის თებერვალში დაიწყო ინჟინერ ჯონ ფოულერის ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ, პიერსონი მეტროს მშენებლობის დასრულებას ვერ მოესწრო. და მაინც, მისმა ჩანაფიქრმა სერიოზული განვითარება ჰპოვა და უამრავი ადამიანი ლონდონის ცენტრიდან გარეუბნებისკენ გადაიყვანა, რითიც ქალაქის გადატვირთული ნაწილი შეხალვათდა.

გახსნა[რედაქტირება]

ლონდონის მეტროპოლიტენი 1863 წლის 10 იანვარს გაიხსნა. ის მსოფლიოში პირველი საქალაქო მიწისქვეშა სარკინიგზო სისტემაა მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი. გახსნიდან სულ მოკლე ხანში მეტრომ დღიურად 26 000 მგზავრის გადაყვანა დაიწყო. ჰამერსმითის და სითის ხაზი 1864 წლის 14 ივნისს შევიდა ექსპლუატაციაში. 1865 წლიდან ქალაქის მეტროპოლიტენი აღმოსავლეთით იწყებს გაფართოებას და იხსნება სადგური მორგეითს სთრითი. ამის შემდეგ პირველი მიწისქვეშა სამგზავრო რკინიგზა უწყვეტ განვითარებას იწყებს.

დაწვრილებით იხილეთ ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზები.

ტრანსპორტ ფორ ლონდონი[რედაქტირება]

ტრანსპორტ ფორ ლონდონი (ტრანსპორტი ლონდონისთვის) 2000 წელს შეიქმნა, როგორც ლონდონის სატრანსპორტო სისტემაზე პასუხისმგებელი ინტეგრირებული სისტემა და გაერთიანება ლონდონის რეგიონული ტრანსპორტი შეცვალა.

ინფრასტრუქტურა[რედაქტირება]

სადგურები და ხაზები[რედაქტირება]

ლონდონის მეტროპოლიტენის ხაზები
სახელი ფერი სქემაზე
გაშვების
თარიღი
გახსნის
თარიღი*
სახელი
ეწოდა
ტიპი
სიგრძე
(კმ)
სიგრძე
(მილი)
სადგურების
რაოდენობა
მგზავრობა
/წელი
(2000-იანები)
მგზავრობა
/მილი
(2000-იანები)
ბეიკერლოოს ხაზი
Bakerloo Line
ყავისფერი 1906 1906 1906 ღრმა 23.2 14.5 25 95,947 6,617
ცენტრალური ხაზი
Central Line
წითელი 1900 1856 1900 ღრმა 74 46 49 183,582 3,990
წრიული ხაზი
Circle Line
ყვითელი 1884 1863 1949 მიწისქვეშა 22.5 14 27 68,485 4,892
დისტრიქტის ხაზი
District Line
მწვანე 1868 1858 1868 — 1905 მიწისქვეშა 64 40 60 172,879 4,322
ჰამერსმით-ენდ-სიტის ხაზი
Hammersmith & City Line
ვარდისფერი 1863 1858 1988 მიწისქვეშა 26.5 16.5 28 45,845 2,778
საიუბილეო ხაზი
Jubilee Line
ნაცრისფერი 1979 1879 1979 ღრმა 36.2 22.5 27 127,584 5,670
მეტროპოლიტენის ხაზი
Metropolitan Line
იასამნისფერი 1863 1863 1863 მიწისქვეშა 66.7 41.5 34 53,697 1,294
ნორთერნის ხაზი
Northern Line
შავი 1890 1867 1937 ღრმა 58 36 50 206,734 5,743
პიკადილის ხაზი
Piccadilly Line
ლურჯი 1906 1869 1906 ღრმა 71 44.3 52 176,177 3,977
ვიქტორიას ხაზი
Victoria Line
ცისფერი 1968 1968 1968 ღრმა 21 13.25 16 161,319 12,175
ვატერლოო-ენდ-სიტის ხაზი
Waterloo & City Line
მომწვანო-ლურჯი 1898 1898 1898 ღრმა 2.5 1.5 2 9,616 6,410
* თუ გახსნის თარიღი ექსპლუატაციაში გაშვების თარიღს უსწრებს წინ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ უწინ ეს ხაზი მეტროპოლიტენის სხვა ხაზს ან სხვა რკინიგზის კომპანიას ეკუთვნოდა.


იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]