ბრონქსის ზოოპარკი
ბრონქსის ზოოპარკის შესასვლელი |
|
| გაიხსნა | 8 ნოემბერი, 1899 |
|---|---|
| მდებარეობა | 2300 სამხრეთი ბულვარი, ბრონქსის პარკი, ბრონქსი, ნიუ-იორკი, 10460, აშშ |
| ტერიტორიის ფართობი | 107 ჰა |
| კოორდინატები | |
| ცხოველების რაოდენობა | 4,000 |
| სახეობების რაოდენობა | 600 |
| წევრობა | ზაა |
| მთავარი ექსპონატები | Congo Gorilla Forest, JungleWorld, Wild Asia Monorail, Madagascar!, Tiger Mountain, African Plains, World of Birds, World of Monkeys, World of Reptiles, Zoo Center |
| ვებ-გვერდი | http://www.bronxzoo.com/ |
ბრონქსის ზოოპარკი (ინგლ. Bronx Zoo) — ზოოპარკი ბრონქსის პარკში, ნიუ-იორკი. აშშ-ის უდიდეს ქალაქურ ზოოპარკს 107 ჰა საპარკო ტყე და ბუნებრივი არეალი აქვს, რომელსაც მდინარე ბრონქსი ჩამოსდის. მდებარეობს ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღის სამხრეთით. ეს მიდამო ადრე კერძო საკუთრებაში იყო, რომელიც ქალაქმა შეისყიდა და ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღისთვის გამოყო 1880-იან წლებში. 1895 წელს ნიუ-იორკის შტატმა ნიუ-იორკის ზოოლოგიურ საზოგადოებას (ამჟამად Wildlife Conservation Society) ქარტია მიანიჭა ზოოპარკის დაარსების მიზნით.
ზოოპარკმა დამთვალიერებლებისთვის კარები 1899 წლის 8 ნოემბერს გახსნა და ამ დროისთვის აქ 843 ცხოველი და 22 ექსპოზიცია იყო. ჰეინს და ლაფარგმა შექმნეს მთავარი შენობების სერიის პროექტები ბოზ-არტის სტილში, რომლებიც ზღვის ლომების აუზის ირგვლივაა განლაგებული. 2006 წლისთვის ბრონქსის ზოოპარკში 4.000-ზე მეტი ცხოველი ბინადრობს, მათ დიდ ნაწილს ბუნებაში გადაშენება ემუქრება.
სტატიის