ბრედ სტივენსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბრედ სტივენსი

ბრედ სტივენსი - სელტიქსის მთავარი მწვრთნელი (2017)
ბოსტონ სელტიქსი
მთავარი მწვრთნელი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 22 ოქტომბერი, 1976 (1976-10-22) (47 წლის)
ზაიონსვილი, ინდიანა
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა ზაიონსვილ ქომუნითი (ზაიონსვილი, ინდიანა)
სიმაღლე 185 სმ
კარიერა
კოლეჯი დეპაუვი (1995–1999)
პროფესიონალური კარიერა 2001–დღემდე
კარიერის ისტორია
მწვრთნელის რანგში
2001 - 2007 ბატლერი (ასისტენტი)
2007 - 2013 ბატლერი
2013 - დღემდე ბოსტონ სელტიქსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები

მწვრთნელის რანგში:

  • NBA-ის ყველა-ვარსკვლავის მატჩის მთავარი მწვრთნელი (2017)
  • კლაირ ბის წლის მწვრთნელის ჯილდო (2011)
  • 2x NCAA რეგიონალური - ფინალური ოთხეული (2010, 2011)
  • 3x ჰორიზონ ლიგის ჩემპიონი (2008, 2010, 2011)
  • 2x ჰორიზონ ლიგის წლის მწვრთნელი (2009, 2010)

ბრედლი კენტ სტივენსი (ინგლ. Bradley Kent Stevens; დ. 22 ოქტომბერი, 1976, ზაიონსვილი, ინდიანა)[1]ამერიკელი პროფესიონალური კალათბურთის მწვრთნელი და ყოფილი კოლეჯის კალათბურთის მოთამაშე. ამჟამად არის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ბოსტონ სელტიქსის მთავარი მწვრთნელი.

დაიბადა და აღიზარდა ზაიონსვილში, ინდიანაში. თავიდან თამაშობდა ზაიონსვილის საზოგადოების საშუალო სკოლის საკალათბურთი გუნდში, სადაც 4 რეკორდი დააფიქსირა. საშუალო სკოლის შემდეგ ჩაირიცხა დეპაუვის უნივერსიტეტში, სადაც კვლავ კალათბურთის თამაშს განაგრძობდა; ამავე უნივერსიტეტში მოიპოვა ეკონიმიკის ხარისხი. იგი ყველა-კონფერენციის გუნდში რამდენჯერმე მოხვდა, ხოლო აკადემიური ყველა-ამერიკელის პროგრამაზე 3-ჯერ იყო ნომინირებული. Eli Lilly and Company-ში სამუშაოს დატოვების შემდეგ დაინტერესდა მწვრთნელობით: შეუერთდა ბატლერის უნივერსიტეტის საკალათბურთო პროგრამას, სადაც მოხალისის სტატუსით 2000-2001 წლებამდე ირიცხებოდა. მომდევნო სეზონში სრული განაკვეთით მწვრთნელის თანაშემწედ მუშაობდა. ასისტენტის როლში 5 სეზონის გატარების შემდეგ, 2007 წლის 4 აპრილს, ტოდ ლიკლითერმა ლოვა ჰაუკესის მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა; აღნიშნული პოზიცია სტივენსმა დაიკავა. მწვრთნელობის პირველ წელს, სტივენსის წინამძღოლობით გუნდმა სეზონში 30 თამაში მოიგო; NCAA პირველი დივიზიონის ისტორიაში სტივენსი გახდა ყველა მესამე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც 30+ მოგება დააფიქსირა.

2010 წელს, მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავებიდან 3 წლის შემდეგ სტივენსმა პირველ სამ სეზონში მოგებების რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა: წინა რეკორდი 8 მოგებით გააუმჯობესა. NCAA ტურნირში სტივენსის ხელმძღვანელობით ბატლერის გუნდმა პირველად მოახერხა ფინალურ ოთხეულში მონაწილეობის მიღება; აგრეთვე იგი გახდა მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც NCAA ეროვნული ჩემპიონატის თამაშში მონაწილეობა მიიღო (დამარცხდა დიუკთან ანგარიშით 61-59). მომდევნო წელს გუნდმა კვლავ მოახერხა ფინალურ ოთხეულში მოხვედრა; ამით სტივენსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი, რომელმაც ორჯერ მოახერხა ფინალურ ოთხეულში მონაწილეობის მიღება.[2] სტივენსის გაწვრთნილმა ბალდოგსებმა კვლავ მოახერხეს ეროვნულ ჩემპიონატში გასვლა, თუმცა ამჯერად კონეკტიკატ ჰასკისთან დამარცხდნენ. სტივენსი რეგულარულად სახელდებოდა ჰორიზონ ლიგის წლის მწვრთნელის ჯილდოს მიღების ფინალისტად; აღნიშნული ჯილდოს მოპოვება ორჯერ მოახერხა. სტივენსს კოლეჯში თამაშის პერიოდში ყოველ წელიწადს ასახელებნენ ჰაგ დურამისა და ჯიმ პელანის ჯილდოების მოპოვების კანდიდატად.

აღნიშნულმა წარმატებემა სტივენსს საშუალება მისცა NBA-ს კლუბ ბოსტონ სელტიქსთან 6-წლიანი $22-მილიონი-დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაეფორმებინა (2013) და მთავარი მწვრთნელი გამხდარიყო.[3] 2015 წლის შემდეგ სტივენსის ხელმძღვანელობით სელტიქსი რეგულარულად ახერხებს NBA Playoffs-ში გასვლას; 2017-2018 წლებში გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფილანებში გავიდა.[4][5] საკუთარი მოძრაობებით შეტევაში და თავბროდამხვევი დაცვით სტივენსმა მალევე მოიპოვა NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის სტატუსი.[5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jeff Rabjohns (March 23, 2010). „Butler's Stevens shows signs of Syracuse coach's greatness“. Indianapolis Star. ციტირების თარიღი: April 3, 2010.
  2. Butler earns return trip to Final Four after beating Florida in OT
  3. Brad Stevens exits Butler for Boston. ESPN.com (July 3, 2013). ციტირების თარიღი: July 3, 2013.
  4. Celtics clinch 7th seed in clutch. ციტირების თარიღი: April 14, 2015.
  5. 5.0 5.1 celtics clinch fifth seed will face hawks in first round of the playoffs. ციტირების თარიღი: April 13, 2016.
  6. „Celtics Extend Contracts of Ainge, Stevens“. NBA.com. June 1, 2016. ციტირების თარიღი: June 3, 2016.