ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია
ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია — რუსეთი
ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°16′32″ ჩ. გ. 41°40′16″ ა. გ. / 47.27556° ჩ. გ. 41.67111° ა. გ. / 47.27556; 41.67111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშაია-მარტინოვკა
სასულიერო სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100704001
საიტი ოფიციალური საიტი



ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია (რუს. Екатерининская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ბოლშაია-მარტინოვკაში, მარტინოვკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. სამების ეკლესია არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. თავდაპირველად, როგორც ხის ეკლესია ააშენეს 1799 წელს. 1896 წელს კი ააგეს თავიდან, ამჟამად უკვე ქვით. ერთადერთი ეკლესია რუსეთში, რომელიც აგებულია იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კორონაციის პატივისაცემად[1]. წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს[2]. ტაძარი აგებულია ფსევდორუსულ სტილში.

ტაძარში დასვენებულია მატრონა მოსკოველის, პავლე ტაგანროგელისა და დიდმოწამე ტიმოთეს წმინდა ნაწილები. ეკლესიაში ძირითადად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდადაა განვითარებული სოფელში[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სამების ეკლესია ბოლშაია-მარტინოვკაში ააგეს ჯერ კიდევ 1799 წელს ხისაგან. მშენებლობისათვის თანხა გაიღო გენერალ-მაიორმა დიმიტრი მარტინოვმა. ეკლესიასთან ააგეს ეგვტერი ალექსანდრე II-ის გარდაცვალების პატივსაცემად[2].

1895 წელს გადაწყვიტეს აეშენებინათ ქვის ეკლესია ძველი ხის ეკლესიის ადგილზე[2].

მშენებლობის ადგილი აკურთხეს 1896 წლის 26 მაისს, ნიკოლოზ II-ის კორონაციის დღეს[3]. საძირკველში პირველი ქვა ჩადეს მომდევნო დღეს[1].

1896 წელს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა არქიტექტორ აბრაამ მელნიკოვის პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა რამდენიმე ათეული წლით ადრე[4]. ტაძრის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1904 წელს[2].

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძრის გუნდში მღეროდა თედორე შალიაპინი[1].

ეკლესია რევოლუციამდე

ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი: მთავარი ― სამების სახელზე, მარჯვენა ნიკოლოზ II-ის მეუღლის ალექსანდრა თედორეს ასულის სახელზე, მარცხენა ― ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[2].

1930 წელს ეკლესია დაიხურა და შენობაში თავდაპირველად განათავსეს ხორბლის საწყობი, ხოლო შემდეგ მანქანა-ტრაქტორთა სადგურის სახელოსნო და საყოფაცხოვრებო საწყობი. ფერწერა თაბაშირით გადალესეს, კანკელი დაანგრიეს, სამრეკო დაშალეს. 1945 წელს ტაძარი დაუბრუნეს მორწმუნეებს, თუმცა ნაწილობრივ, მისი ტერიტორიის 4/5 კვლავ ხორბლის საწყობი იყო, რაც დიდ უხერხულობას ქმნიდა მორწმუნეთათვის. როსტოვის ეპარქიის არაერთგზის განცხადებისა, ხელისუფლებამ არანაირი ზომები არ მიიღო[2].

1963 წელს ეკლესია კვლავ დახურეს იმ მიზეზით, რომ ერთი წელია უკვე მართლმადიდებლური საზოგადოება დაიშალა და არ მუშაობდა ეკლესია[2].

1991 წელს ეკლესია მთლიანად გადაეცა მრევლს და აღსდგა ღვთისმსახურება. 1994 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები[3]. 2002 წელს ტაძარი აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა. 2004 წელს აღდგა სამრეკლოც[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Уникальный храм в Ростовской области не указан ни в одном туристическом справочнике. www.donnews.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 Храм Святой Троицы, сл. Большая Мартыновка | По благословению Преосвященнейшего Корнилия епископа Волгодонского и Сальского. holytrinityimp.cerkov.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  3. 3.0 3.1 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). rostov-region.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.
  4. Большая Мартыновка|Церковь Троицы Живоначальной. sobory.ru. ციტირების თარიღი: 2017-01-23.