თედორე შალიაპინი
ვიკიპედიიდან
თეოდორე ივანის ძე შალიაპინი (რუს.: Фёдор Ива́нович Шаля́пин; დ. 13 თებერვალი (ძ.ს.-ით [1 თებერვალი]), 1873 — გ. 12 აპრილი, 1938) მეოცე საუკუნის ყველაზე გამოჩენილი რუსი საოპერო მომღერალი. ძლიერი და მოქნილი ბასის და მომაჯადოვებელ სასცენო თამაშის წყალობით, ის ოპერის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს შემსრულებლად ითვლება. მას ხშირად მიეწერება ხელოვნების ამ დარგში ბუნებრივი თამაშის დამკვიდრება.
მისი კარიერის რუსული ფაზის დროს, შალიაპინს კონფრონტირება სხვა ორ დიდ რუს ბასებთან, ლევ სიბირიაკოვთან (1869-1942) და უფრო ლირიულ ვლადიმერ კასტორსკისთან (1871-1948) უწევდა. ფაქტი, რომ ამ გამორჩეული ტრიოდან შალიაპინი დანარჩენ ორზე გაცილებით დასამახსოვრებელი გახდა, მისი სასცენო გამოსვლების მიმზიდველობის ძალითაა განპირობებული.

